დადგა ზაფხულის ყველაზე ცხელი თვე და მზე ლომის ზოდიაქოს ნიშანს გადის.
თავის მხრივ კი, ლომი ასტროლოგიურ მეხუთე სახლს - (სიყვარული, ფლირტის ხელოვნება) მართავს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასიყვარულო პერიპეტიები არასოდესაა ისე აქტუალური და "ცხარე", როგორც აგვისტოში. ამიტომაც გთავაზობთ მიმდინარე თვის სასიყვარულო პროგნოზს თითოეული ნიშნისთვის საიმისოდ, რომ "რომანტიკულად ცხელ თვეს" მომზადებულნი დახვდეთ.
ვერძმა აგვისტოში პირად ცხოვრებაში არსებული ძველი პრობლემები უნდა მოაგვაროს. კარგი დროა ზავის დასადებად.
კუროს რისკისგან თავის შეკავებას ურჩევენ ასტროლოგები. უწყინარი ფლირტიც კი გვარიანად გაზარალებთ ამ თვეში.
ტყუპს მოწყენილობა შემოუტევს და მოინდომებს "რამე გააფუჭოს". სულაც არ არის ეს ურიგო იდეა.
კირჩხიბს ასტროლოგები მიუწოდებენ, რომ სასიყვარულო ფრონტზე საკუთარი ინტერესები ბოლომდე დაიცვას. ეს ის თვეა, როცა გამარჯვება უნდა მოიპოვოთ.
ლომს კი აქტიურობას ვურჩევთ. შესაძლოა, ამ თვეში ოცნების ქალის/მამაკაცის გულიც კი მოინადიროთ.
ქალწულს კი აგვისტოში ასტროლოგები საკუთარ თავსა და გრძნობებში გარკვევისკენ მოუწოდებენ. სექტემბრამდე გაარკვიეთ, ვისთან ერთად გსურთ ურთიერთობის გაგრძელება. განაგრძეთ კითხვა