საშვილოსნოს ყელის კიბოზე, როგორც კიბოს ნებისმიერ სახეობაზე, საუბარი რთულია, მაგრამ აუცილებელი. ეს გახლავთ ქალებს შორის გავრცელებული კიბოს რიგით მეორე ფორმა, დაავადება, რომელიც ცვლის ბედსა და ცხოვრებას.
საბედნიეროდ, თანამედროვე მედიცინას ძალუძს საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოვლენა ნაადრევ სტადიაზე.
საშვილოსნოს ყელის კიბოს ნიშნები
დაავადება არასოდეს ჩნდება არსაიდან: კიბოს წინ სდევს საშვილოსნოს ყელის ეპითელის ცვლილებები, რასაც გარკვეული სიმპტომები გააჩნია.
ანომალიური ვაგინალური სისხლდენა. სისხლდენა მენსტრუალური ციკლის, სქესობრივი კავშირისა და მენოპაუზის დადგომის შემდეგ - ეს გახლავთ საგანგაშო სიმპტომი, რომლის მერეც ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ.
უჩვეულო გამონადენი. კიბოს საწყის სტადიაზე შეიძლება მეტყველებდეს სისხლნარევი გამონადენი.
როგორ გამოვავლინოთ საშვილოსნოს ყელის კიბო ნაადრევ სტადიაზე: საშიში დაავადების 6 ნიშანი
ტკივილი მუცლის ქვედა არეში. მუდმივი მტკივნეული შეგრძნება უამრავ დაავადებას სდევს თან, ამიტომაც ამ სიმპტომის იგნორირება არ ღირს.
გართულებული შარდდენა. სიმსივნის განვითარებას შარდმდენი სისტემების მუშაობის გაუარესება მოჰყვება.
ფეხის შეშუპება და ტკივილი. ლიმფატიკურ გზებზე წნევას მოსდევს ფეხებში სითხის დაგუბება.
წონაში დაკლება. ციტოკინებსა და ცილებს, რომელთაც ორგანიზმი გამოიმუშავებს დაავადებასთან გასამკლავებლად, შეუძლია ცხიმის დაწვა, რასაც წონაში კლება მოსდევს.
მნიშვნელოვანია იცოდეთ: საშვილოსნოს ყელის კიბოს წარმატებით კურნავენ, განსაკუთრებით - ნაადრევ სტადიაზე! სამწუხარო ისაა, რომ ქალები წლობით გადადებენ ხოლმე ექიმთან ვიზიტს. ჩაიტარეთ გამოკვლევა ყოველწლიურად, გაუფრთხილდით თავს!