თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვი - 10 წლის ბიჭი. მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების შეჯახების შედეგად, ხანძარი გაჩნდა. მსუბუქ მანქანაში მყოფი ახალგაზრდა ქალისა და ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის დროს ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. განაგრძეთ კითხვა