ცნობილი რუსი ასტროლოგი, ე.წ. რუსული ასტროლოგიის ბებია - ვასილისა ვოლოდინა, საკმაოდ საინტერესო პროგნოზს აანონსებს საკუთარ პერსონალურ ვებგვერდზე.
საქმე იმაშია, რომ სექტემბრის თვეში ორი უმნიშვნელოვანესი ასტროლოგიური მოვლენა - მზისა და მთვარის დაბნელება ხდება. დაბნელებები კი, როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, ყოველთვის ააქტიურებს ფატალურ და შეუქცევად პროცესებს, როგორც ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაში, ისე მსოფლიოს მასშტაბით.
სექტემბრის "დაბნელებათა კორიდორს" ვასილისა ვოლოდინა განიხილავს, როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენების კუთხით. აღსანიშნავია ისიც, რომ ასტროლოგის მიერ ჩამოთვლილი ქვეყნების სიაში, რომლებზეც დაბნელება მნიშვნელოვნად იმოქმედებს, საქართველოც მოხვდა. ხოლო მსოფლიოს ცნობილ პოლიტიკოსთა ჩამონათვალში, რომლებიც ვოლოდინას თქმით, მაქსიმალური ყურადღებით უნდა მოეკიდონ სექტემბრის დასაწყისში განვითარებულ მოვლენებს - საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც ხვდება. წაიკითხეთ სრულად...