ყატარის პრინცესა შეიხა სალვა ლონდონის ერთ-ერთი ოტელის ნომერში 7 მამაკაცთან ერთად ორგიაში გამოიჭირეს.
როგორც ბრიტანული გაზეთი Financial Times-ი იუწყება, შეიხა სალვა სექსუალურ სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც ბრიტანული სპეცსამსახურები ეჭვმიტანილის დევნისას ლონდონის სასტუმრო Excelsior London Hotel-ის ერთ-ერთ ნომერში შეიჭრნენ და იქ ყატარის პრინცესა მაკომპრომეტირებელ პოზაში 7 მამაკაცთან ერთად ნახეს.
მისი ვინაობის გადამოწმებისას დადგინდა, რომ ქალი ყატარის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ჰამად ბინ-იასიმ ბინ ჯაბარ ალ ტანის ქალიშვილი და ყატარის პრინცესა შეიხა სალვაა. იხილეთ ვიდეო