განო მელითაური სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც შვილებთან ურთიერთობაზე საუბრობს.
„სადღაც, ოპერაციულ სისტემებს და ცხოვრებისეულ პროცესებს შორის გახლართულს მახსენდება, რომ თელავში, სიმწვანეში ჩაფლული ასწლიანი სახლის ეზოში, კუ, სახელად კუნა მშობიარობის ტკივილებს ებრძვის...
სიახლე მისი პოვნის შესახებ აფორიაქებულმა გოგონამ მამცნო ტელეფონით, რომელიც სამყაროს მირჩევნია... სახელიც დღეს დაარქვეს...
ტასოს და თარაშის გახარებული და ემოციური მზერა, ალბათ კუნას მხნეობას შემატებს... ლოლიტაც იქვეა და ისე, თავისთვის, უპირობოდ უყვარს განიკო, ენატრება და ცდილობს დედა დაუძახოს. რა დროს სამსახურია, ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენის ფონზე. განაგრძეთ კითხვა