მას შემდეგ, რაც ''ცენტრ პოინტის'' დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი და მისი შვილი გუკა რჩეულიშვილი დაიჭირეს, ვახტანგ რჩეულიშვილი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს სტატუსებს, თუ როგორ ენატრება მეუღლე და შვილი.
ამჯერად პატიმრობაში მყოფი მეუღლის, მაია რჩეულიშვილის შესახებ ვახტანგ რჩეულიშვილმა გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ისაუბრა.
"ჯერ მკვდარი არ არის, მაგრამ ყოველდღე კლავენ. იქიდან ცოცხალი ვერ გამოვა, გადატანილი აქვს ინფარქტი, კუჭ-ნაწლავიც დაავადებული აქვს. ტანსაცმელს თვითონ რეცხავს, ვერ მივაღწიეთ იმას, რომ გარედან რაღაცები შევუგზავნოთ.
კვირაში ერთხელ ვხვდები, ძეხვისა და თხილის მიტანა გვთხოვა, მაგრამ ესეც არ შეგვატანინეს, მხოლოდ მათ მაღაზიაში მათივე ნაწარმი უნდა შეიძინოს.
60 წლის ქალს წინასწარ პატიმრობაში რატომ ამყოფებენ, ჯერ სასამართლომ დაადგინოს მისი დანაშაული. რაღაც თუ არ შეიცვალა, მაია მომიკვდება. განაგრძეთ კითხვა