ლელა წურწუმია ბოლო დროს ძალიან იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში. ის არც სოციალურ ქსელში აქტიურობს. ასე რომ, გულშემატკივრებს მის შესახებ სიახლეები ძალიან აინტერესებთ.
ცოტა ხნის წინ წურწუმიამ იმიჯი შეიცვალა - გრძელი თმა საგრძნობლად დაიმოკლა. 29 აგვისტოს ლელა წურწუმია და ნინო ჩხეიძე ისრაელში გაემგზავრნენ. მომღერლებს, სავარაუდოდ, კონცერტები აქვთ დაგეგმილი თელ-ავივში, თანაც დასვენებასაც ახერხებენ.
ერთობლივი ფოტოები "ფეისბუქის" პირად გვერდზე ნინო ჩხეიძემ გაავრცელა. მეუღლის ფოტოებს პირად გვერდზე ავრცელებს კახა მამულაშვილიც. მამულიჩა წერს: "შალომ ლელა, გიხდება ისრაელი..." იხილეთ ფოტოები