ამ ქალბატონის ამბავმა ყველა შეძრა. "სოციალური პარტნიორობა" საზოგადოებას უამბობს ამბავს ქალისას, რომელიც სრულიად ჩვეულებრივ ცხოვრობდა და ერთ დღესაც მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა.
როგორც კომენტარებიდან ირკვევა, ქალბატონმა თმა შეიღება და მერე გახდა ცუდად - ანაფილაქსიური შოკის დიაგნოზით აღმოჩნდა საავადმყოფოში. მას მერე, ის ამ მდგომარეობაშია. გთავაზობთ ხათუნა ჭაღიაშვილის ამბავს:
"ამ ფოტოზე ერთი და იგივე ადამიანია – ჩვენი საქველმოქმედო ფონდის "სოციალური პარტნიორობის" ბენეფიციარი ხათუნა ჭაღიაშვილი.
ხათუნა თბილისში ცნობილ ხელოვანთა ოჯახში დაიბადა. დედა ქალბატონი ნელი თეატრალური ინსტიტუტის დეკანი იყო, მამა ბადრი ჭაღიაშვილი სამხატვრო აკადემიაში ასწავლიდა. ხათუნამაც თავისი ცხოვრება ხელოვნებას დაუკავშირა, თეატრალურში ჩააბარა და შემდეგ რეზო გაბრიაძის თეატრში დაიწყო მუშაობა.
მაგრამ ერთმა წამმა მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა! წაიკითხეთ სრულად...