პროექტის, „ქართული მონეტების ოქროს კოლექციის“ ფარგლებში, 19 სექტემბრიდან მას, ვინც შეიძენს კოლექციის მეოთხე მონეტას, საშუალება ეძლევა ნამდვილი ოქროს 16-გრამიანი მონეტის მფლობელი გახდეს, რომელიც უნიკალურ ნაკეთობას წარმოადგენს. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პალიტრა L”-დან აცნობეს.
”უნიკალური პროექტის, „ქართული მონეტების ოქროს კოლექციის“ ფარგლებში, 19 სექტემბრიდან მას, ვინც შეიძენს კოლექციის მეოთხე მონეტას, (ალექსანდრე მაკედონელის სტატერის მინაბაძი ძვ.წ. I - ახ. წ. I სს.), საშუალება ეძლევა, არც მეტი არც ნაკლები, ნამდვილი ოქროს 16-გრამიანი მონეტის მფლობელი გახდეს, რომელიც უნიკალურ ნაკეთობას წარმოადგენს.
19 სექტემბრიდან ქართველი საზოგადოება ალექსანდრე მაკედონელის სტატერის მინაბაძის მეტალში შესრულებულ ასლს გაეცნობა. 3 იღბლიან მკითხველს კი საშუალება ექნება უბრალო მეტალის მონეტა ისტორიული მნიშვნელობის განძში, მაღალი საიუველირო ოსტატობით შესრულებულ ოქროს მონეტაში გადაცვალოს.
უკვე მე-3 თვეა, რაც ისტორიული პროექტის, „ქართული მონეტების ოქროს კოლექციის“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნ-ალბომმა მალევე მიიქცია მკითხველთა ყურადღება. დღეს ის ქართულ საგამომცემლო სივრცეში ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელსაც ანალოგი არ აქვს.
„ქართული მონეტების ოქროს კოლექცია“ წიგნ ალბომსა და პერიოდულად გამოსული მონეტებისგან შეგროვებულ კოლექციას აერთიანებს. პროექტი ეროვნული მუზეუმისა და პალიტრა L-ს მიერ ხორციელდება.
წიგნი-ალბომის მთავარი სპეციფიკა მონეტების შეგროვებაშია. ქართული ისტორიული მონეტების მეტალში შესრულებული ასლები თვეში ერთხელ, ქრონოლოგიური პრინციპით გამოდის და ილუსტრირებული ალბომის სპეციალურ განყოფილებაში კოლექციად გროვდება. პროექტის ფარგლებში უკვე 3 მონეტა გამოვიდა.
მონეტები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ექსპონატების ზუსტ ასლებს წარმოადგენს.
პროექტი შექმნილია, როგორც ისტორიის მოყვარულთათვის, ასევე აკადემიური წრეების წარმომადგენელთათვის”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
"ინტერპრესნიუსი"