თუ შაკიკს წამლებით ვერ შველით, აი რამდენიმე საშუალება, რომლებიც ტკივილს შეგიმსუბუქებთ:
დალიეთ წყალი. ეს ძალიან მარტივად ჟღერს, მაგრამ მოქმედი მეთოდია.
ჩაიტარეთ თავის მასაჟი, განსაკუთრებით, კეფაზე.
მაგრად მოუჭირეთ და დაიზილეთ დიდსა და საჩვენებელ თითს შორის ჩაღრმავება ორივე ხელზე.
დაჭიმეთ კუნთები. თავის ტკივილი ხშირად კუნთების დაძაბულობითაა გამოწვეული.
მიირთვით საზამთრო. წყალთან ერთად, ეს სითხით უხვი პროდუქტი დაგეხმარებათ.
პიტნის ზეთი წაისვით საფეთქელზე და შუბლზე, ამ გზით სისხლის მოდინებას შეუწყობთ ხელს.
ისუნთქეთ ღრმად - ეს დაგეხმარებათ კუნთების მოდუნებაში.
დალიეთ ჭიქა ყავა. თავის ტკივილს ძარღვების გაფართოვებაც იწვევს, კოფეინი კი ავიწროვებს მათ.
მოამზადეთ ძმრის სასმელი: შეურიეთ 2 ს.კ. ვაშლის ძმარი და ცოტაოდენი თაფლი, გახსენით ჭიქა წყალში. ეს სასმელი აღამდეგნს Ph ბალანსს და მოგიხსით ტკივილს.
მოიქციეთ ფანქარი პირში, ნუ დაღეჭავთ, უბრალოდ მოუჭირეთ კბილებით. ამ გზით ყბის დაძაბულ კუნთებს მოადუნებთ.