მსოფლიოს გიგანტი ჰოლდინგი “ULKER” საქართველოში ბავშვის საფენებისა და ჰიგიენური საშუალებების ბაზარზე პრემიუმ ბრენდ „KOMILI”-თ საკმაოდ ამბიციურად შემოდის და ბაზრის დიდი წილის მოპოვებას მოკლე დროში გეგმავს.
გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს „კომილის“ ოფიციალური დისტრიბუტორი კომპანიის, შპს „ფაინ თრის" მარკეტინგის დირექტორთან, ბ-ნ ალექსანდრე ბალავაძესთან:
- ბატონო ალექსანდრე, ბრენდი უკვე შემოვიდა ბაზარზე?
- დიახ, ბრენდი უკვე თითქმის ორი თვეა, ბაზარზე გამოჩნდა და ძალიან აქტიურად შეუტია ბავშვის საფენებისა და მოვლის საშუალებების ბაზარს. მოგეხსენებათ, ULKER მსოფლიოს პირველადი პროდუქტების მწარმოებელი გიგანტი კომპანიების ხუთეულში შედის და დიდი გეგმები აქვს ქართულ ბაზარზეც.
- რომელ გაყიდვის არხებში არის ბრენდი წარმოდგენილი ამ ეტაპზე?
- ბრენდი უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით არის ხელმისაწვდომი როგორც ქსელურ აფთიაქებში ("ავერსი", "ჯიპისი", პსპ, "ფარმა სახლი"), ასევე, კერძო აფთიაქებსა და საბითუმო თუ საცალო მაღაზიებში/ბაზრობებზე.
- რა ტიპის პროდუქციას სთავაზობთ ბაზარს?
- ბრენდი „კომილი“ 1878 წლიდან აწარმოებს მოვლის საშუალებებს, როგორებიც არის შამპუნები, ტანისა და ხელის საპონი, ლოსიონები. საკმაოდ ძლიერი პოზიციები უჭირავს ქაღალდის წარმოებაში და ახალი მიმართულება, ბავშვის პრემიუმ საფენები იქნება ერთ-ერთი წამყვანი ხაზი. ამ ეტაპზე "კომილის" წარმოვადგენთ ბავშვის საფენების, სველი ხელსახოცების, შამპუნების, საპონის სეგმენტში. სამომავლოდ იგეგმება რამდენიმე ახალი მიმართულების დამატებაც.
- რომელ საფასო კატეგორიაში ზის საფენი, ვინ არის მთავარი კონკურენტი, რომელთანაც მოგიწევთ ბრძოლა?
- „KOMILI“-ს საფენები წარმოადგენს პრემიუმ ხაზს და ვაპირებთ, რომ კონკურენცია გავუწიოთ აბსოლუტურად ყველა ბრენდს, რაც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს, რადგანაც გაგვაჩნია ხარისხი და საკმაოდ მისაღები ფასი, რომელიც მეტ-ნაკლებად მისაღებია ყველა მომხმარებლისათვის. გარდა ამისა, წლის ბოლომდე საფენზე არის სპეციალური 10%-იანი აქცია ყველა ობიექტში, რათა მეტ ადამიანს ჰქონდეს საშუალება, გამოსცადოს ჩვენი პროდუქტი.
- რითი განსხვავდება „კომილის“ საფენები სხვა ბრენდებისაგან? რა არის ბრენდის ძლიერი მხარე?
- „კომილი“ ერთადერთი საფენია, რომელსაც აქვს ზეითუნის ზეთის ბუნებრივი ლოსიონი, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს ალერგიის რისკი პატარებში, შესაბამობაშია ბავშვის კანის pH ბალანსთან. გარდა ამისა, საფენი არის ჰიპოალერგიული. უფრო მეტიც, "კომილის" პროდუქცია არ შეიცავს ქიმიურ კონსერვანტ „პარაბენს“, განსხვავებით სხვა ბევრი ბრენდისაგან. ძლიერ მხარეებს რაც შეეხება, ბრენდი დამზადებული ULKER-ის მიერ, რაც თავისთავად გულისხმობს ხარისხს. გამოყენებულია საფენში მხოლოდ 100% იტალიური ბამბა (და არა ჩინური), აქვს მისაღები ფასი და არის ჯანმრთელი პროდუქტი.
- რაიმე აქციას თუ გეგმავთ მომხმარებლებისათვის?
- დიახ, რა თქმა უნდა, პერიოდულად სხვადასხვა ქსელში იქნება განსხვავებული აქციები გათვალისწინებული მაქსიმალურად მომხმარებლის მოთხოვნებით. მაგალითად, ამ ეტაპზე ბრენდის ყველა პროდუქტი იყიდება 10%-იანი ფასდაკლებით წლის ბოლომდე. გარდა ამისა, 1 ნომერ საფენს მოჰყვება საჩუქრად 80-ცალიანი სველი ხელსახოცი. ნოემბერ-დეკემბერში იქნება საკმაოდ განსხვავებული წამახალისებელი აქციები.
R