შემოდგომა, ამინდი საბოლოოდ გაფუჭდა: წვიმა, სიცივე - დიდი შანსია, გაცივდეთ...
ხსნადი წამალი-ფხვნილები გაციების განუყოფელ ატრიბუტად იქცა: დალევ, გათბები და დროებით შვებას გრძნობ... მაგრამ პრობლემას ეს პრეპარატები ვერ აგვარებენ, უბრალოდ, სიმპტომებს ხსნიან. ორგანიზმი განაგრძობს ფუნქციონირებას საკუთარი რეზერვების წყალობით, რის გამოც, კიდევ უფრო სუსტდება.
ჩვენი რედაქცია დღეს შემოგთავაზებთ ნატურალური და ძალიან გემრიელი სასმელის რეცეპტს გრიპის წინააღმდეგ. უმძლავრესი ინგრედიენტები მომენტალურად იწყებს მოქმედებას.
"ტერაფლუ" შინაურ პირობებში
ინგრედიენტები:
• 2 ლიმონი
• 2 ს.კ. ნატურალური თხევადი თაფლი
• 30-40 გრ ჯანჯაფილის ფესვი
მომზადების წესი
გარეცხეთ ლიმონი და გაამშრალეთ. დაჭერით ოთხ ნაწილად, შემდეგ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. შეგიძლიათ მოაცილოთ კანი, თუ უფრო რბილი გემოს მიღება გსურთ.
ჯანჯაფილის ძირი გაფცქვენით, გახეხეთ და დაამატეთ ლიმონს.
დაამატეთ თაფლი, მოურიეთ მასა და მოათავსეთ მინის ქილაში. შეინახეთ მაცივარში.
გაციების სეზონზე 2-3 ჩ.კ. არომატული ნარევი გახსენით თბილ ჩაიში (არაუმეტეს 40 გრადუსისა, თაფლმა თავისი თვისებები რომ შეინარჩუნოს) და დალიეთ ჭამის შემდეგ პროფილაქტიკის მიზნით.