რა მოხსნის სტრესს და ტონუსში მოიყვანს ორგანიზმს შხაპზე უკეთ, თანაც ტანის საყვარელი ღრუბლის გამოყენებით!
თუმცა, ექიმი დერმატოლოგები ამას არ ეთანხმებიან და მეტიც, თვლიან, რომ ტანის ღრუბელს მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი.
ტანის დასაბანი ღრუბელი
კვლევების თანახმად, რომლებიც Journal of Clinical Microbiology-ში გამოქვეყნდა, ჩვეულებრივი ტანის ღრუბელი - ბაქტერიების გავრცელების ბუდეა. რადგან უმეტესობა დაბანის შემდეგ აქსესუარს გასაშრობად პირდაპირ სააბაზანოში ტოვებს, თბილ და ნესტიან სფეროში - მიკროორგანიზმების სამოთხეში.
ყოველ ჯერზე, როდესაც შხაპს ვიღებთ და ღრუბელს ვიყენებთ, ბაქტერიები კანის ფორებში აღწევს, რაც ანთებასა და გამონაყარს იწვევს.
თუ ბაქტერიების ფაქტორმა სათანადო შთაბეჭდილება არ დატოვა თქვენზე, ობისა და სხვა სოკოვანი დაავადების იგნორირება ნამდვილად არ ღირს! დერმატოლოგები გვირჩევენ, ერთი და იმავე ღრუბლის მხოლოდ 1 თვის მანძილში გამოყენებას.
საყვარელი აქსესუარი ინფექციების წყაროდ რომ არ იქცეს, აბაზანის პროცედურების შემდეგ გააშრეთ ღრუბელი ჰაერზე და დროდადრო მიკროტალღურ ღუმელში "გაატარეთ".