ინდოელი ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ კვირის თითოეულ დღეს მზის სისტემის გარკვეული პლანეტა შეესაბამება, რომელსაც თავისი ფერი და ინდივიდუალური დახასიათება შეესაბამება.
აქედან გამომდინარე, თუ გსურთ, რომ დღემ მაქსიმალურად წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიაროს, ჩაიცვით იმ ფერის ტანსაცმელი, რომელსაც ესა თუ ის პლანეტა მფარველობს.
ორშაბათი
კვირის პირველ დღეს მთვარე მფარველობს, ამიტომ, თუ გსურთ, რომ წარმატება თან გდევდეთ, ატარეთ ღია, ნეიტრალური ფერის სამოსი - ღია ყვითელი, კრემისფერი, ვერცხლისფერი, რძისფერი.
სამშაბათი
სამშაბათს "მართავს" მარსი. როგორც ცნობილია, მისი ზედაპირი მოწითალო ფერისაა, აქედან გამომდინარე, უმჯობესია ატაროთ წითელი, ვარდისფერი, ყავისფერი, ჟოლოსფერი ტანსაცმელი.
ოთხშაბათი
მერკური მეცნიერების მფარველია, ამიტომ სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსებისა და ტრენინგების ორგანიზება სწორედ ოთხშაბათსაა მართებული. ინფორმაციის უკეთ აღსაქმელად კი ატარეთ მწვანე, ნაცრისფერი და ყვითელი სამოსი.
ხუთშაბათი
ხუთშაბათს იუპიტერი მფარველობს, ამ დღეს სასურველია ჟოლოსფერი, ლურჯი და იასამნისფერი სამოსის ტარება. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ხუთშაბათი ახალი საქმეების წამოწყებისთვის წარმატებული დღეა.
პარასკევი
მზის სისტემის ყველაზე ცხელი პლანეტა გახლავთ ვენერა, სწორედ ის მართავს პარასკევს. ამ დღეს ჩაიცვით ვერცხლისფერი, ცისფერი, ფირუზისფერი, ვარდისფერი და წითელი ფერის სამოსი.
შაბათი
დაივიწყეთ მკვეთრ ფერებზე - შაბათს უმჯობესია მუქი ფერები შეარჩიოთ - მუქი ლურჯი, მუქი ნაცრისფერი და შავი. იმიტომ რომ სატურნი, რომელიც შაბათის მფარველია, გახლავთ ყველაზე მძიმე და ნელი პლანეტა, რომელსაც სიკაშკაშე არ უყვარს.
კვირა
კვირის მფარველია მზე, ეს კი იმას ნიშნავს, რომ უპირატესობა მკვეთრი ფერის სამოსსა და აქსესუარებს უნდა მიანიჭოთ - თეთრი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, ყვითელი.