პროფესიონალი ბალერინა - ნათია ბუნტური სერიალ "ჰეროკრატიაში" საქართველოს პირველი ლედის როლს ასრულებს. მას როლის უკეთ მოსარგებად სანდრა რულოვსის ხასიათის, ქცევის შესწავლა არ დასჭირვებია, რადგან ყოფილი პირველი ლედი ნათიას პერსონაჟის პროტოტიპი არ არის...
- სერიალისთვის რამდენიმე თვის განმავლობაში, დიდი კასტინგი იყო. კასტინგი მეც გავიარე, შემარჩიეს და დამირეკეს - ერთ-ერთი მთავარი როლისთვის გვჭირდებიო.
- როგორი რეაქცია გქონდათ, როცა გაიგეთ, რომ პირველი ლედის როლს შეასრულებდით?
- რეჟისორმა თავიდანვე ამიხსნა, რომ კონკრეტული პიროვნების განსახიერება არ მომიხდებოდა. დროთა განმავლობაში, ჩემი გმირის არარეალური ხასიათი უფრო გამოიკვეთა. ეს პერსონაჟი უფრო, წარმოსახვითი და სიმბოლიკის მქონეა. საინტერესო იყო, იმ ხასიათის გამოვლენას როგორ გავართმევდი თავს, რაც რეჟისორს სჭირდებოდა. ამ ზუსტი წერტილების პოვნა არცთუ იოლი იყო. არარეალური ადამიანის როლი უნდა მეთამაშა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მაყურებლისთვის ქვეტექსტუალური განწყობილება დამეტოვებინა.
- შეგიძლიათ, თქვენი პერსონაჟი დაახასიათოთ?
- ჩემი აზრით, ის არის პირველი ლედი, ოღონდ - მრავალი გაგებით: ის გახლავთ ძლიერი ქალი, ძალაუფლების სიმბოლო, მანიპულატორი, პირველი პირისთვის - პლატფორმა, მამოძრავებელი ძალა, პირველი მიზანი...
- საერთოს რას ხედავთ თქვენსა და თქვენს პერსონაჟს შორის?
- ალბათ - ხასიათის სტაბილურობას, თავშეკავებას, ოდნავ იდუმალების შეგრძნებას... ვიფიქრე, რომ ასეთი იერი (რაც ჩემთვის თითქმის ნატურალურია) ჩემს გმირსაც წაადგებოდა. ჩვენი ხასიათის შიდა სამყაროს რამდენიმე შტრიხი ერთმანეთს ძალიან ემთხვევა. იხილეთ სრულად