უმრავლესობამ მისი სახელი არ იცის, მაგრამ მას იცნობენ, როგორც "ავღანელ გოგონას" კაშკაშა მწვანე თვალებით 1985 წლის National Geographic-ის ჟურნალის ყდიდან. ეს გოგონა, შარბათ გულა, რომელიც ახლა უკვე ქალია, პაკისტანში ყალბი პირადობის მოწმობის გამო გუშინ დააპატიმრეს.
ამის შესახებ იტყობინება ამერიკელი ფოტოგრაფი და ჟურნალისტი, რომელმაც გოგონას სახე მთელ მსოფლიოს გააცნო. სტივ მაქქარი წერს, რომ ყველა ლეგალურ და ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენს ქალს და მის ოჯახს. "ის მთელი ცხოვრება იტანჯებოდა, მისი დაკავება ადამიანთა უფლებების აღმაშფოთებელი დარღვევაა" - წერს სტივი. განაგრძეთ კითხვა
იხილეთ ასევე: "ავღანელი ჯოკონდა" - იდუმალი გოგონას ისტორია