მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი ნანა ბუთხუზი ჟურნალ ''სარკესთან'' ინტერვიუში გულახდილად საუბრობს, თუ როგორ მუშაობს სხვადასხვა როლზე. მისი თქმით, როლს "ქიმიის" გარეშე ვერ შეასრულებ. ნანა ბუთხუზი სერიალ ''ხელოვნურ სუნთქვაში'' ექიმ ნინოს როლს ასრულებს, სადაც მისი პარტნიორი თორნიკე გოგრიჭიანია.
ნანა და თორნიკე სპექტაკლში ''ფსკერზე'' ერთად თამაშობენ, სადაც საყვარლები არიან.
"თორნიკე გოგრიჭიანთან ერთად ვთამაშობ სპექტაკლში "ფსკერზე". ამ სპექტაკლში ჩვენ საყვარლები ვართ. მის მიმართ იმხელა ვნება მაქვს, იმდენად დიდი ქარტეხილები და ომებია ჩვენს გრძნობებში, რომ კულისებში ჩემი კოლეგებისთვის ხშირად მითქვამს, კონკრეტულად ამ სპექტაკლის დროს მე ეს კაცი მიყვარს-მეთქი. გაგრძელება