ტელეწამყვანმა და სპორტული არხის გენერალურმა პროდიუსერმა 11 ნოემბერს 41 წლის იუბილე აღნიშნა.
წამყვანი დილიდან იღებდა მოლოცვებს კოლეგების, მეგობრებისა და ახლო ადამიანებისგან.
თუ ამ ფოტოებით ვიხელმძღვანელებთ, მას ყვავილების უამრავი თაიგული აჩუქეს - ალბათ, ყველა ფერისა და ზომის. საჩუქრის სახით კანდელაკმა სიმღერაც მიიღო, რომელიც სპეციალურად მისთვის ქართველმა მომღერლებმა შეასრულეს.
თუმცა თინა კანდელაკის თაყვანისმცემლების განსაკუთრებული ყურადღება მისმა ფოტომ გამოიწვია არქივიდან, რომელზეც ტელეწამყვანი 19 წლისაა.
მისი თქმით, ფოტო გადაღებულია, როცა თინას 19 წელი შეუსრულდა. ფოტოზე კანდელაკი მეგობართან ერთად, სახლის აივანზეა.
"ასე მგონია, ამ წლების მანძილზე საერთოდ არ შევცვლილვარ. დამდეგი 41 წელი სულაც არ არის 19 წელზე უარესი, რომლის მოლოდინში ამ აივანზე შევიკრიბეთ" - ამბობს ტელეწამყვანი. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები