2017 წელი ცეცხლოვანი მამლის წელია. გაიგეთ პირველმა, რა გელით ზოდიაქოს მიშნის მიხედვით.
ვერძი
მაიმუნმა ხშირად მოგიწყოთ გამოცდა. აინტერესებდა, როგორ გაუმკლავდებოდით უცნაურ სიტუაციებს და რამდენჯერ შეძლებდით "წყლიდან მშრალად გამოსვლას"... უნდა გაგახაროთ, რომ ცხოვრებისეული გამოცდები წარმატებით ჩააბარეთ. მამლის წელიწადში შრომის შედეგს მიიღებთ. ის გულუხვად დაგაჯილდოებთ, თუ წელსაც ბეჯითად იშრომებთ. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან, რომლებიც ხელს გიშლით განვითარებაში. გახსოვდეთ, მამალს უყვარს ენერგიული ადამიანები, რომლებიც დასახული მიზნების მისაღწევად იბრძვიან.
კურო
2017 წელი უამრავი საქმიანი ხელშეკრულების გაფორმებასა და სარფიან შემოთავაზებებს გპირდებათ. რა თქმა უნდა, კარიერული წინსვლისთვის შრომა მოგიწევთ, მაგრამ არ გაგიჭირდებათ პირველი ნაბიჯის გადადგმა და გამარჯვების მიღწევა. აგრეთვე, დადებითი მომენტებით აღსავსე იქნება თქვენი პირადი ცხოვრებაც. სიურპრიზები გელით სასიყვარულო სფეროში. მზად იყავით პოზიტიური ცვლილებებისთვის.
ტყუპი
წლის პირველ ნახევარში განსაკუთრებული სიფრთხილე და დაკვირვებულობა გმართებთ. არც ერთი ნაბიჯი და არც ერთი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოთ აწონ-დაწონვის, გააზრების გარეშე. წლის მეორე ნახევარში, როცა საქმიანობასთან დაკავშირებულ პრობლემებს გაუმკლავდებით, დრო ოჯახსა და ახლობლებს უნდა დაუთმოთ. მარტოხელა ტყუპს სასიყვარულო თავგადასავლებით მდიდარი წელი ელის.
კირჩხიბი
მამლის წელიწადში საშუალება მოგეცემათ საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ. ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი თქვენთვის სარგებელს მიიღებთ. საშუალება მოგეცემათ, წარმატებით დაასრულოთ ის, რაც წინა წელს დაიწყეთ. მზად იყავით იმისთვის, რომ 2017 წელს გახშირდება შორეული ნათესავების ვიზიტი. ახლო ნათესავების მიმართ კი მეტი მზრუნველობა და ყურადღება გმართებთ.
ლომი
სიფრთხილე და დაკვირვებულობა უნდა გახდეთ თქვენი დევიზი 2017 წელს. ეცადეთ, გააანალიზოთ თითოეული ნაბიჯი და არ მიუშვათ სიტუაცია თვითდინებაზე. მთელი წლის მანძილზე მოგიწევთ მშვიდობიანად მოაგვაროთ ურთიერთობები, აწარმოოთ მოლაპარაკებები. მოერიდეთ საქმეების სკანდალურად გარჩევას; იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ხართ. განსაკუთრებული წარმატება გელით უძრავი ქონებით ვაჭრობის სფეროში. თუ გსურდათ მისამართის შეცვლა, მამლის წელი გამოიყენეთ.
ქალწული
მსხვილი პროექტების განხორციელებისა და ახალი წამოწყებების წელია, რაც საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ მატერიალურ შემოსავალს. იმისათვის, რომ არ გადაიღალოთ და ახალ-ახლი იდეების გააზრების საშუალება მოგეცეთ, მეტი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. სასურველია იოგას ვარჯიში და რაც მთავარია, ყოველ ორშაბათს, დილით ჩამოწერეთ სამოქმედო გეგმა და მის მიხედვით იმოქმედეთ. ასტროლოგები გირჩევენ, 2017 წელს შინაური ცხოველი - კნუტი ან ლეკვი გაიჩინოთ. ის მოსაწყენ ფიქრებს გაგიქარვებთ და გაგახალისებთ კიდეც.
სასწორი
დიდი შესაძლებლობების წელი დაგიდგათ. მარტივად მოაგვარებთ თქვენ წინაშე წამოჭრილ რთულ საკითხებს. დაასრულეთ დაწყებული პროექტები, რათა ახალი წლიდან ახალი პროექტების განხორციელება შეძლოთ. დიდი ალბათობით, 2017 წელს შეხვდებით ადამიანებს წარსულიდან და გაარკვევთ ყველა უსიამოვნებად, მოიცილებთ ბალასტს. მამლის წელიწადი ახალ შეხვედრებსა და ნაცნობობას გპირდებათ. სწორედ ამ წელს შეხვდებით ადამიანს, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე თქვენი მეგზური გახდება.
მორიელი
სასიამოვნო და უჩვეულო მოვლენებით აღსავსე წელი გელით. თავგადასავალი ყოველი ფეხის ნაბიჯზე გელით. ცეცხლოვანი აუცილებლად დაგეხმარებათ ახალ წამოწყებებში და საქმეების დასრულებაში. საქმეებისა და ვალდებულებების პარალელურად, ნურც დასვენებას დაივიწყებთ. ზოგიერთს გარემოს შეცვლა ელის - ახალ ქვეყანაში ან ქალაქში გამგზავრება, რომელშიც ადრე არ ყოფილხართ. განსაკუთრებით პოზიტიური პერიოდი ოქტომბრის შუა პერიოდიდან დაგიდგებათ.
მშვილდოსანი
გადახედეთ თქვენს მოსაზრებებს სამსახურთან, საქმიანობასთან დაკავშირებით. ნუ ჩაერთვებით მონოტონური საქმეების მოგვარებაში. გადაიწვებით და ვეღარ შეძლებთ ორიგინალური ჩანაფიქრების განხორციელებას. საკმაოდ მგრძნობიარე და ემოციური წელი გელით. განსაკუთრებით პირად ცხოვრებაში. შეხვედრებისა და დადებითი ემოციების წელია. ცეცხლოვანი მამლის წელიწადში დაწყებული ურთიერთობა მყარი და ხანგრძლივი იქნება. უკვე დაქორწინებულებს კი კავშირის გამყარების საშუალება მიეცემათ.
თხის რქა
მამლის წელიწადი ცხოვრებას ახალი ფერებით გაგიხალისებთ. უნდა იყოთ აქტიური, ამტანი, ჯიუტი სასურველის მისაღწევად საბრძოლველად. ერიდეთ არაკეთილმოსურნეებს, მათ შორის, ფარულსაც. ყველას არ შეუძლია სათანადოდ შეაფასოს თქვენი აქტიურობა. წლის განმავლობაში რამდენჯერმე მიიღებთ საინტერესო საქმიან შემოთავაზებებს. მხოლოდ შემოდგომაზე შეძლებთ დასვენებას და დამშვიდებას. სასიამოვნო სიახლე მარტოხელა თხის რქებისთვის: შემოდგომა-ზამთრის პერიოდში რომანტიკული ნაცნობობა გელით.
მერწყული
მოგეთხოვებათ, მეტად გააქტიურდეთ იმ პრობლემების მოგვარებისას, რომლებიც გეჩვენათ, რომ წარსულში მოიტოვეთ. ნუ ნერვიულობთ, საკმაოდ წარმატებული წელი გელით. მოსალოდნელია ხშირი შეხვედრა ძველ მეგობრებთან. მათი დახმარებით მოაგვარებთ სამსახურის საქმეებს, პერსპექტივა გამოგიჩნდებათ კარიერაში. თქვენი წარმატება დამოკიდებული იქნება თქვენს მონდომებასა და უნარზე, საერთო ენა გამონახოთ გარშემო მყოფებთან.
თევზები
შეხვედრებითა და მოვლენებით დატვირთული წელი გელით. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დაგადანაშაულონ ეგოიზმსა და უგულობაში. ცვლილებები გელით ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, გარეგნობაშიც. ვარსკვლავები გირჩევენ, ზამთარში დაისვენოთ: პროდუქტიულობით და დადებითი მომენტებით აღსავსე პერიოდი გელით.