ბროწეული ჯანმრთელობის, ნაყოფიერებისა და სიცოცხლის სიმბოლოა. ნივთიერება პუნიკალაგინი, რომელსაც მხოლოდ ბროწეული შეიცავს, ძალიან სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. ის არამხოლოდ ამცირებს ქოლესტერინის დონეს, არამედ არეგულირებს წნევას და ხელს უწყობს თრომბების გაქრობას.
კვლევების თანახმად, ბროწეულის წვენი ქოლესტერინის დონეს უფრო ეფექტურად ამცირებს, ვიდრე ლიპიტორი. გარდა ამისა, იგი ხელს უშლის ქოლესტერინის არტერიებში დაგროვებას იმ ადამიანებში, ვინც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ჯგუფში იმყოფებიან.
ბროწეულის სასარგებლო თვისებები
კუჭის გაღიზიანება
ბროწეულის ქერქსა და ფოთლებს კუჭის გაღიზიანების და დიარეის ყველა სახეობის სამკურნალოდ იყენებენ. ასევე ეხმარება ბროწეულის ფოთლების ნახარში. გარდა ამისა, ბროწეულის წვენი შესანიშნავია ქოლერისა და დიზენტერიის დროს.
კიბო
ბროწეულის შემადგენელი ანტიოქსიდანტები სპობს თავისუფალ რადიკალებს ორგანიზმში. ამგვარად, თავს კიბოსგან იცავთ.
ანემია
საკვებში ბროწეულის გამოყენება ეხმარება სისხლის ჯანსაღი მიმოქცევის შერჩუნებაში. იგი ამდიდრებს სისხლს რკინით და ხსნის ანემიის სიმპტომებს: დაღლილობას, თავბრუსხვევას, სისუსტეს და სმენის დაქვეითებას.
დიაბეტი
დიაბეტით დაავადებულებს ბროწეული ეხმარება კორონარული დაავადებების თავიდან აცილებაში. გარდა ამისა, ის ხელს უშლის არტერიების გამაგრებაში, რაც გულს უამრავი დაავადებისგან იცავს.