ია ფარულავას კატებისადმი სიყვარულისა და მეგობრული დამოკიდებულების შესახებ მეტ-ნაკლებად ყველამ იცის, მაგრამ დღეს მსახიობმა განსაკუთრებით სათუთი დამოკიდებულება გამოამჟღავნა ცხოველებისადმი.
მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი, რომელშიც წერს, რომ უგულო ადამიანებს, რომლებიც კატებს ცუდად ექცევიან, ვერ იტანს.
ია სამ ფისოს სადარბაზოში უყრიდა საჭმელს. მეზობლებმა, თურმე, გადაუგდეს ჯამი, რომელზეც ის შინაურ ცხოველებს საკვებს უყრიდა. დღეს ერთ-ერთი, როგორც ია ამბობს, "მსუქანა კატა" გაჭყლიტა მანქანამ. "ეს კატა პარკში მოვათავსეთ და გავაშორეთ გზას, თორემ მანქანები ზედ უვლიდნენ", - წერს მსახიობი. განაგრძეთ კითხვა