სავაჭრო სფეროში მასშტაბური ფასდაკლებების დღედ ცნობილი "შავი პარასკევი" ჩემდაგვარად არაერთი შოპინგის მოყვარულის იმედგაცრუებად იქცა.
არადა, მასშტაბური გეგმები მქონდა ამ დღესთან დაკავშირებით... ამაოდ მეგონა, რომ მეც გავიხარებდი და შვილებსაც გავახარებდი. ყველაზე მეტად იმას ვდარდობდი, რომ შვილებს მოსალოდნელი სიურპრიზი წინასწარ დავუანონსე და მოთმინებით ელოდნენ დანაპირების ასრულებას.
გაწბილებულ ბავშვებს ბავშვთა გასართობ ცენტრში წაყვანას დავპირდი საკომპენსაციოდ და გამოსავლის ძიებაში თავბრუდახვეული კომპიუტერს მივუჯექი, ისევ ძველი მეგობრის, „ჰოთსეილის“ იმედად. იმედები ამჟამადაც გადაჭარბებულად გამიმართლდა, ჩემს საყვარელ ფასდაკლების საიტზე ახალი ტიპის აქციას წავაწყდი - 100%-იანი ფასდაკლება! თავიდან თვალს არ დავუჯერე, მეგონა, რაიმე შეცდომა იყო, თუმცა, როცა იგივე სახის აქცია სხვა ტიპის პროდუქციაზეც დავინახე. „ჰოთსეილის“ ცხელ ხაზზე დავრეკე დეტალური ინფორმაციის მისაღებად. ოპერატორის სასიამოვნო ხმამ დეტალურად ამიხსნა ჩემთვის საინტერესო ყველა ინფორმაცია. გავარკვიე, რომ არაფერი მეჩვენებოდა და ეს აქცია ნამდვილი იყო. 100%-იანი ფასდაკლება იმას გულისხმობს, რომ მხოლოდ ვაუჩერის თანხის სანაცვლოდ ყიდულობ შენთვის სასურველ პროდუქციას. ოპერატორმა ისიც მითხრა, რომ მსგავსი ტიპის აქცია ყოველი თვის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი, სხვადასხვა ტიპისა და ბრენდის პროდუქციებზე, ამ თვეში კი 100%-იანი ფასდაკლება შემდეგ ბრენდებზე მოქმედებს:
gigi (სახის კრემ-საპონი)
clean body (ეპილაცია)
მადაგასკარი რუსთაველზე (ბავშვების გასართობი ცენტრი)
მადაგასკარი express (ბავშვების გართობა)
am print (ჭიქებზე ბეჭდვა)
katrin (სალონური მომსახურება)
ამ შემოთავაზებებმა იმდენად მომხიბლა, რომ ბავშვებისთვის საკომპენსაციო გართობის ვაუჩერის ყიდვასთან ერთად, მეც კარგად ავინაზღაურე "შავი პარასკევის" დანაკლისი და ჩემთვისაც შევიძინე რამდენიმე ტიპის ვაუჩერი. „ჰოთსეილის“ აღნიშნული აქცია მისწრებაა ყველა მათგანისთვის, ვინც დაიღალა უმნიშვნელო ფასდაკლებებით და ხშირად რჩება მარკეტინგული შემოთავაზებების შედეგად მოტყუებული.
ნებისმიერი შემოთავაზების შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია ”ჰოთსეილის” ცხელ ხაზზე დააზუსტეთ. ახალი აქციით ყველაზე პრეტენზიული მომხმარებელიც კი კმაყოფილი დარჩება.