ვარსკვლავები ადამიანის ბედზეც ახდენენ გავლენას და მის ხასიათზეც.
დღეს გაგაცნობთ ორ ყველაზე მკაცრ და შურისმაძიებელ ნიშანს. ისინი ცუდები არ არიან. ისინი განსაკუთრებულ ურთიერთობას მოითხოვენ. მათ მიმართ ყურადღება და სიფრთხილე გმართებთ.
პირველი
მორიელი - შხამიანი, ძლიერი, მიზანმიმართული. პრაქტიკულად თავშეკავებულია, მაგრამ ხანდახან უჭირს ემოციებისა და გრძნობების, მათ შორის ნეგატიურის მოთოკვა. შხამის ამოფრქვევის შემდეგ მშვიდდება.
მარსი, პლანეტა, რომელიც მორიელს მფარველობს, ძლიერი ენერგიით აჯილდოებს მას. ამიტომ, სადიზმი და გადამეტებული უხეშობა ამ ადამიანებში უსაზღვროა.
მორიელთან მუდამ გმართებთ დიპლომატიურობა, ზრდილობა და ტაქტიკურობა. თუ ხედავთ, რომ მოსაუბრეს თვალები სისხლით აემღვრა, სწრაფად დაასრულეთ დიალოგი, ნუ ეცდებით კონფლიქტის პროვოცირებას. მორიელი არასდროს გაპატიებთ მიყენებულ ტკივილს, უსიამოვნებას.
მეორე
ვერძი - სწრაფად აალებადი, ფეთქებადი ნიშანია და არც ანაღვლებს, თუ ვინმეს გაანაწყენებს. იგი ენერგიული, ჯიუტი და იმპულსურია. მისთვის მნიშვნელოვანია, სულიერება განავითაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მტარვალად გადაიქცევა. თუ ვერძს ცხოვრების მშვიდი ეტაპი აქვს, შეგიძლიათ იმეგობროთ მასთან, დრო მხიარულად გაატაროთ, მაგრამ, თუ ვერძს რაღაც არ მოეწონება, სერიოზული უსიამოვნებები გელით.
გახსოვდეთ, რომ ვერძის დაყოლიება საკმაოდ რთულია. სიფრთხილეც გმართებთ, მან შეიძლება მშვიდად მოგაჩვენოთ თავი, სინამდვილეში კი საბრძოლველად იყოს გამზადებული.
თუმცა, თუ ამ ორი ნიშნის მიმართ ნამდვილად მეგობრულად ხართ განწყობილი, ეს გულს მოულბობს თქვენ მიმართ. ყველაზე საშიში ნიშნებიც კი გრძნობენ სიკეთეს, რომელსაც მისი პარტნიორი, მეგობარი, მოსაუბრე ასხივებს.