ლარის გაუფასურება მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობაზე საგრძნობლად აისახა.
დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის მკვეთრი ვარდნა განსაკუთრებით შეეხოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ბანკის სესხები სწორედ უცხოურ ვალუტაში აქვთ. მთავრობამ გამოსავლის სახით ეროვნულ ბანკთან ერთად, სესხების გალარების პროგრამა შესთავაზა მოსახლეობას, რომელიც 2017 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყება და ორ თვეს გასტანს.
AMBEBI.GE იმ სელებრითებს დაუკავშირდა, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ აღებული. აღმოჩნდა, რომ ქართული შოუბიზნესის ვარსკვლავების უმეტესობა ლარში აღებული სესხით სარგებლობს, ან საერთოდ არ აქვთ ბანკის ვალი.
ვერიკო ტურაშვილი
ფულს ვერ ვაგროვებ, ამიტომ, როცა რაღაცის შეძენა მინდა, სესხს ვიღებ და შემდეგ ეტაპობრივად ვფარავ. რამდენიმე წლის წინ სესხით ბინა შევიძინე, ახლა კი უფრო დიდი ბინა ვიყიდე და კრედიტი დოლარში მაქვს აღებული. ლარის გაუფასურება ძალიან აისახა ჩემს ბიუჯეტზე, რადგან ლარში მაქვს შემოსავალი. არ მინდა დეტალურად მოვყვე ყველაფერი, მაგრამ ძალიან დიდი სესხი მაქვს აღებული და ლარის გაუფასურების გამო 70 ლარით ზედმეტის გადახდა მომიწია ჯერ კიდევ მაშინ, როცა ერთი დოლარის ღირებულება 2.50 იყო.
ანრი ჯოხაძე
კონცერტის გამო აღებული სესხი გადავფარე, მაგრამ სხვა ვალები დამრჩა. ორი წლის წინ ავიღე სესხი დოლარში, რომლითაც ბინა ვიყიდე ბათუმში. მეც გამაბრაზა დოლარის გაძვირებამ, მაგრამ რა ვქნა? როცა განვადებით ყიდულობ რაღაცას, ვერ შეამჩნევ განსხვავებას, მაგრამ საერთო ჯამში, დიდი სხვაობაა ჯიბიდან გასროლილი თანხის. მგონია, რომ მხოლოდ საქართველოში არ ხდება ინფლაცია. ეს გლობალური პრობლემაა და არაერთი ქვეყნის. ჯობია ხალხს იმდენი ფული ჰქონდეს, დოლარიც იყიდოს და ევროც. ხავერდოვანი ოცნების ტოლფასია, ყველაფერი ლარში რომ კეთდებოდეს. იხილეთ სრულად