მე და ადამი თითქმის ერთი თვეა, რაც ერთმანეთს ვხვდებით. მას პირველყოფილი ადამიანისგან მხოლოდ სახელი აქვს გამოყოლილი, სხვა მხრივ, საკმაოდ განათლებული, მხიარული და მშვიდი ადამიანია.
რაც მთავარია, ძალიან ბევრი რამ გვაქვს საერთო. თუმცა ეს ახლა,
მანამდე კი....
გაზაფხულზე სამსახური შევიცვალე. ამიტომ ისე დაემთხვა, რომ ზაფხულში შვებულებაში ვერ გავედი. ახალი სამსახურის სტრესმა, ზაფხულში არდასვენებამ და ზამთრის სუსხიანმა დღეებმა იმდენი გააკეთა, რომ ზამთარში ყველა ჩემი ენერგია ბოლომდე ამოვწურე და მივხვდი, ერთადერთი, რაც ამ გიჟური მდგომარეობიდან გამოსვლაში დამეხმარებოდა, შაბათ-კვირის სადმე მშვიდ გარემოში გატარება და ნამდვილი დასვენების მოწყობა იქნებოდა.
ჩემმა მეგობარმა, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო სასტუმრო "ყვარლის ტბაში" დასასვენებლად წასული, კიდევ უფრო გამიმძაფრა სურვილი თავისი ისტორიებით, თუ როგორი ზღაპრული სასტუმროებია იქ, კიდევ უფრო ზღაპრული მომსახურებითა და გასართობი თუ სარელაქსაციო საშუალებებით. მთელი თვე დადიოდა და ლაპარაკობდა იმ სამოთხეზე, რომელიც ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა დედამიწაზე და ყველას გვირჩევდა, რომ ერთი დღე აუცილებლად გაგვეტარებინა იმ ნეტარ ადგილას.
მეც, მეგობრის დადებითი ემოციებით გაჟღენთილმა, როცა შემთხვევით "ჰოთსეილზე" წავაწყდი ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი სასტუმროს ფასდაკლების ვაუჩერს, ბევრი ფიქრის გარეშე გადავწყვიტე მისი ყიდვა. ვინაიდან მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი მარტო წასვლა, "ჰოთსეილზე" ვაუჩერი მაშინვე ვიყიდე და შაბათ დღეს ყვარელში გავემგზავრე.
"ყვარლის ტბამ" ნამდვილად ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სამჯერადი კვება, სატრენაჟორო დარბაზი, თურქული თუ ფინური აბანოები, სარესტორნო მომსახურება და ულამაზესი გარემო - ზუსტად ის იყო, რაც ჩემს დაღლილ ორგანიზმს ასე ძალიან სჭირდებოდა.
მოკლედ, სასტუმროს შიგნით ისეთი საოცარი გარემო იყო შექმნილი, რომ გარეთ გასვლა და მისი დატოვება არც კი მოგინდებოდა, თუმცა კვირა დილით მაინც გადავწყვიტე, ცოტა ხნით სასტუმროს ტერიტორიას გავმცდარიყავი და ულამაზესი ყვარელი დამეთვალიერებინა.
არ ვიცი, რამდენი ვიხეტიალე ფეხით, მაგრამ ქანცგაწყვეტილმა გზის გაგრძელება რომ ვეღარ მოვახერხე, იქვე მდგარ ხის სკამზე ჩამოვჯექი, თან ჩემს საყვარელ მუსიკას ვუსმენდი აიპოდში. მალე ვიღაც ბიჭი მომიჯდა გვერდით. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭი საკმაოდ სიმპათიური იყო, რატომღაც ჩემში აგრესია გამოიწვია, იმდენად არ მინდოდა, იმ მომენტში ხელი შეეშალა ვინმეს ჩემი განმარტოებისთვის.
ცოტა ხანში მანიშნა, ყურსასმენები მომეხსნა და საუბარი დამიწყო. აღმოჩნდა, რომ უცნობი მეორე სასტუმროში, "ყვარლის ბაღებში" ისვენებდა. ჩემგან განსხვავებით, ის დასვენების ნაცვლად დაღლით იყო დაკავებული და ამ ორ დღეში უკვე მოესწრო მთის თუ წყლის ველოსიპედებითა და ნავით გასეირნება, რომლის სერვისებსაც სასტუმრო სთავაზობდა. მასაც ჩემსავით მოეწყო დასვენება ეულად და ჩემსავით "ჰოთსეილზე" ეყიდა ვაუჩერი. საღამოს თბილისში ბრუნდებოდა, ისევე, როგორც მე.
უცნობმა სასტუმრომდე მომაცილა, გზაში ბევრი ვისაუბრეთ. ნელ-ნელა ჩემი აგრესია სიმპათიაში გადაიზარდა, ჩემი მეგზური საკმაოდ საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა.
- ჰო, მართლა, სახელი არ გითქვამს. - მითხრა, როდესაც სასტუმრომდე მოვედით.
- ევა, შენ რა გქვია?
- მე, ადამი - მითხრა და გაიღიმა.
- მთელი ცხოვრებაა მაგ შეკითხვაზე ყველა ეგრე მპასუხობს, აღარც სასაცილოა და აღარც ორიგინალური - გავბრაზდი მე.
- ჰო, მაგრამ მე მართლა ადამი მქვია - მიპასუხა და გაწითლდა. მე მანქანით ვარ, შემიძლია საღამოს გამოგიარო და ერთად წავიდეთ თბილისში.
- რატომაც არა, მშვენიერი აზრია - ვუპასუხე მე და გავწითლდი.