მილიონი ადამიანი დილას იწყებს ყავის დალევით, მაგრამ დაფიქრებულხართ, რა რეაქცია აქვს თქვენს ორგანიზმს ამ სასმელზე?..
ტვინი
ენერგიასაც გმატებთ და გონებამახვილსაც გაგხდით. ყავის ზომიერი რაოდენობა დადებითად მოქმედებს გონებრივ მუშაობაზე. სასმელი ზემოქმედებს ორგანიზმზე დალევიდან 30 წუთის შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგრამ აქვე უნდა გაგაფრთხილოთ, კოფეინის დიდი რაოდენობით მიღება უარყოფითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.
თვალები
კოფეინი აჩქარებს სუნთქვას, საჭმლის მონელებას, სისხლის მიმოქცევას. ძლიერდება ინსტინქტი, გამოიყოფა ადრენალინი. ყავა გარკვეული დროით აფართოებს გუგებს და მზერა უფრო მკვეთრი ხდება.
კბილები
ყავის ხშირმა სმამ შეიძლება გაგიმუქოთ კბილის ემალი, მაგრამ კოფეინი სასარგებლოა კბილებისთვის, რადგან ებრძვის ბაქტერიებს, ქვების წარმოქმნას კბილებში. მაგრამ საუბარია ნატურალურ ყავაზე. ტკბილი, რძიანი ყავა, პირიქით, ვნებს კბილებს!
გული
მგრძნობელობას მატებს ნერვულ დაბოლოებებს. ყავის დალევიდან 10-15 წუთში ჩქარდება პულსაცია, მაღლა იწევს არტერიული წნევა. თუმცა, ამ სასმელთან სიფრთხილეც გმართებთ. დღეში 2 ფინჯანი ყავა ადამიანის ორგანიზმს ზიანს არ აყენებს.
კუჭი
მომატებული მჟავიანობის დროს ყავამ შეიძლება გულძმარვა გამოიწვიოს, მაგრამ დაბალი მჟავიანობის დროს ყავა სასარგებლოც კია. ის აჩქარებს კუჭის წვენის გამოყოფას. შედეგად, საკვების მონელება 10-15 პროცენტით სწრაფად ხდება.
ნაწლავები
ყავა აუმჯობესებს ნაწლავების მუშაობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასმელს ჭამისთანავე არ დალევთ. დაიცადეთ ცოტა ხანი, რომ ორგანიზმმა საკვები მოინელოს და შემდეგ დააყოლეთ ყავა.
ცხიმოვანი დაგროვება
სინამდვილეში ყავა ცხიმოვანი პროდუქტია, რომელიც ნატურალურ ზეთებს შეიცავს. თუ მას ფილტრში ამზადებთ, ყველა სიკეთეს უკარგავთ. ყავა მადუღარაში, ჯეზვეში უნდა მოხარშოთ. ყავა აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და ებრძვის ცხიმების დაგროვებას ორგანიზმში.
კიდევ საინტერესო ფაქტი ყავაზე:
ყავა მდიდარია ანტიოქსიდანტებით. მათ გამოსავლენად მარცვლები ოდნავ მოხალეთ;
ყავის მოყვარულები დაცულები არიან მეორე ტიპის დიაბეტისგან;
კოფეინის წყალობით სპორტული ვარჯიში მსუბუქი ხდება თქვენთვის;
ყავა შეიცავს ნატურალურ მაგნიუმს - ბუნებრივ ანტიდეპრესანტს.
ყავა ამცირებს ღვიძლის ციროზის წარმოქმნის რისკს;
კოფეინის წყალობით ყავის დალევის შემდეგ გაგივლით თავის ტკივილი;
დღეში 2 ფინჯანი ყავა დაიცავს მამაკაცს ერექციული დისფუნქციისგან (მარტივად რომ ვთქვათ, იმპოტენციისგან);
ყავის სმა ამცირებს მკერდის კიბოს წარმოქმნას;
ყავა აბედნიერებს ადამიანს, რადგან აუმჯობესებს ბედნიერების ჰორმონების - დოპამინისა და სეროტონინის წარმოქმნას.