"ჩვენს ბავშვობაში რომ ასეთი წიგნები ყოფილიყო"... - რამდენჯერ გვითქვამს თანამედროვე, ლამაზ-ლამაზი წიგნების დანახვისას.
საქმე ისაა, რომ საქართველოში კომპანია ”დისნეის” წიგნების ოფიციალური და მასტაბური გამოცემა იწყება. კომპანიის ექსკლუზიური წარმომდგენელი გამომცემლობა ”პალიტრა L გახდა, რომელის ქართული წიგნების ბაზარს ”დისნეის” ლიცენზირებული პროდუქციით მოამარაგებს. ყველაზე დიდი ხიბლი, რაც ამ პროექტს აქვს, ისაა, რომ პატარები საყვარელ პერსონაჟებზე ისეთ თავგადასავლებსაც წაიკითხავენ, რომლებიც მულტფილმში არ არის.
თინათინ ფეიქრიშვილი, მარკეტინგის მენეჯერი:
- საკმაოდ დიდი დრო და ძალისხმევა დაგვჭირდა, სანამ ”დისნეისთან” შეთანხმებას მივაღწევდით. 5 წლის წინ ვითანამშრომლეთ და ერთი
სერია გამოვეცით, რომელიც ჟურნალ ”საბავშვო კარუსელთან” ერთად გაიყიდა. იმ პერიოდში მკითხველის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოვიპოვეთ და მოთხოვნაც გაჩნდა, რომ სხვა გმირებზეც გამოგვეცა წიგნები. დღეს უკვე თანამედროვე გმირების თავგადასავლებს გამოვცემთ, რომლებსაც ყველა ბავშვი იცნობს და უყვარს. წაიკითხავენ მათ სრულიად ახალ თავგადასავლებს, ზოგიერთ გამოცემას ახლავს ამ გმირის ყელსაბამი, სამაჯური და სხვადასხვა სათამაშო.
- საბავშვო წიგნებში ილუსტრაციებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ვის ეკუთვნის ამ გამოცემების ილუსტრაციები?
- ყველა ილუსტრაცია ექსკლუზიური და დისნეის ილუსტრატორების მიერაა შექმნილი. იბეჭდება უცხოეთში, რადგან ამ ხარისხის წიგნების ბეჭდვა ჯერ-ჯერობით საქართველოში შეუძლებელია.
- ყველაზე მთავარს, ფასებს შევეხოთ...
- ფასებიც საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად არის მიღწეული და მათში გათვალისწინებულია ჩვენი მომხმარებლის შესაძლებლობები და მსყიდველუნარიანობაც. მიუხედავად იმისა, რომ ლიცენზირებას თავისი პროცედურები და ფასები აქვს, ”დისნეის” წიგნების ფასი სხვა წიგნებისგან თითქმის არ განსხვავდება.