2017 წლის ევროვიზიის ეროვნული კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა - "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" განაცხადების მიღება შეწყვიტა.
ამის შესახებ ინფორმაცია "ევროვიზია საქართველოს" ოფიციალურ გვერდზე განთავსდა. აქვე ვკითხულობთ იმ მუსიკოსების ვინაობას, რომლებიც "ევროვიზიაზე" გასამგზავრებლად შიდა კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის ძალიან ბევრი კარგად ნაცნობი და ბევრისთვის საყვარელი მომღერალია. კონკურსანტებს შორის არიან ცნობილი მუსიკალური შოუების მონაწილეები და გამარჯვებულები.
კონკურსი 7 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა შეეძლო ყველა იმ მუსიკოსსა თუ ჯგუფს, რომელიც სპეციალურად ევროვიზიისთვის დაწერილ სიმღერებს წარადგენდა. მონაწილეობაზე სულ 27 განაცხადი შევიდა. კონკურსანტების სრული სია ასე გამოიყურება:
1. ნანუკა გიორგობიანი
2. გიორგი ჩიქოვანი
3. დავით შანიძე
4. ტრიო "მანდილი"
5. ანჩო დოლიძე
6. ელენე მიქიაშვილი
7. ანდრია გველესიანი
8. ჯგუფი The Mins
9. ალისა დანელია
10. რატი დურგლიშვილი
11. ბრენდონ სტოუნი და ეთერ ბერიაშვილი
12. თორნიკე ყიფიანი და გიორგი ბოლოთაშვილი
13. ჯგუფი EOS
14. დიმა კობეშავიძე
15. მალიბუ
16. ჯგუფი Asea Sool
17. ნათია ბიძინაშვილი
18. მიშა სულუხია
19. ანი კეკუა
20. თაკო გაჩეჩილაძე
21. ოთო ნემსაძე და ჯგუფი Limbo
22. მარიამ ჩაჩხიანი
23. ნუცა ბუზალაძე
24. ჯგუფი Sparkle
25. ნინო ბაშარული
26. თემო საჯაია
27. მარიკო ლეჟავა
იხილეთ სრულად