ყოველი ზოდიაქოს ნიშანი თავის ნამდვილ სახეს მალავს. ქალი კი თავისთავად საიდუმლოა. გავერკვეთ, რა იმალება ნიღბის უკან...
ვერძი
ენერგიული, აგრესიული ქალის იმიჯი აქვს. სინამდვილეში "მიტოვებული ბავშვია". პანიკურად ეშინიათ არავინ მიატოვოს, ამიტომ ნიღბავს ემოციებსა და განცდებს.
კურო
მშვიდი და გაწონასწორებულია. ეშინია ქაოსისა და გლობალური კატაკლიზმების. სიმშვიდის ნიღაბს მანამდე შეინარჩუნებს, სანამ რთული სიტუაციიდან გამოსავალს არ იპოვის.
ტყუპი
მხიარული და უდარდელი, უპრობლემო ქალის იმიჯი აქვს. სინამდვილეში, მანიაკალურად ნერვოზულია. ეშინია რუტინისა და მოწყენილობის.
კირჩხიბი
ნაზი, ყურადღებიანი და მზრუნველია, თუმცა, ნიღბის უკან ცბიერი ადამიანი იმალება, რომელსაც ცივი გათვლები ამოძრავებს. მუდამ ფიქრობს პირად გამორჩენაზე.
ლომი
სამეფო ნიშანს უყვარს აწეული თავით სიარული; ამაყი ნიღბის უკან საოცრად მზრუნველი გული იმალება. გაანებივრეთ მოფერებითა და მზრუნველობით. გააბედნიერეთ კომპლიმენტებით.
ქალწული
მუდამ მოწესრიგებული და ჩამოყალიბებულია, სინამდვილეში გამომძიებელია, ყველა თქვენს საიდუმლოს გამოიძიებს, ყველა თქვენი კოდი და პაროლი ზეპირად ეცოდინება.
სასწორი
მშვიდობისმოყვარე, მოღიმარია, მაგრამ თუ დასჭირდა, საკუთარ პრობლემებს ისე მოგაგვარებინებთ, ვერც მიხვდებით. მამაკაცებისგან მუდამ მარიონეტებს ქმნიან.
მორიელი
მკაცრი, ამაყი და ძლიერი. სინამდვილეში, საყვარელი და ხალისიანია, საყვარელ ადამიანის ერთგულია. მორიელების მეუღლეებს გაუმართლათ, დააფასეთ ბედის საჩუქარი.
მშვილდოსანი
თავისუფლებისმოყვარე, დამოუკიდებელი. ცდილობს მოირგოს იმიჯი, თითქოს, კარგად ერკვევა ყველა ცხოვრებისეულ საკითხში, ოცნებობს იყოს ყველასგან გამორჩეული. მუდამ წუწუნებს, ტირის, უიღბლობას იმიზეზებს.
თხის რქა
საკუთარ თავში დარწმუნებული, მშვიდი ნიშანია, მაგრამ თუ დასჭირდა ისეთ სცენას გაგიმართავთ, ინანებთ, რომ საერთოდ დაუახლოვდით ამ ჯიუტ და ყველაფრით უკმაყოფილო არსებას.
მერწყული
ქარაფშუტა, ექსცენტრიკული. ღიმილიანი ნიღბის უკან ფსიქოანალიტიკოსი იმალება, რომელიც ყველას შიფრავს. თუ პარტნიორს ღალატი შეამჩნია, დაალეწავს ყველაფერს თავზე.
თევზები
მშვიდი, საყვარელი არსება, რომელიც მუდამ საჭიროებს მამაკაცის მხარდაჭერას კარგი სტრატეგია. ადვილად `შეაბამს~ მდიდარ მეთევზეს. მუდამ იქ `თევზაობს~, სადაც ხარისხიანი თევზი ბინადრობს.