დღეს, 21 დეკემბერს განსაკუთრებული დღეა - ზამთრის მზებუდობა.
მზე მაქსიმალურად ეშვება სამხრეთ ნახევარსფეროში და სწორედ ამ მომენტიდან იწყება ნამდვილი ასტრონომიული ზამთარი.
ამ დროს შეიძლება ცოტათი ”შევატრიალოთ” ჩვენი ბედი. მთავარი წესია - თქვენი ფიქრები და სურვილები მაქსიმალურად სუფთა უნდა იყოს.
ძალიან შეეცადეთ, რომ დღეს არავისთან იჩხუბოთ და ზედმეტი არაფერი თქვათ. თუ მოახერხებთ, შეეცადეთ კონცენტრაცია მოახდინოთ მხოლოდ კარგ სურვილებზე: მაგალითად, ჩაიფიქრეთ მოგზაურობა ან კარიერული წინსვლა - 2017 წლისთვის.

ძველ რომში, ზამთრის მზებუდობაზე მასშტაბური წვეულება იმართებოდა. მხოლოდ ამ დღეს იყო ნებადართული აზარტული თამაშები. ყველა ცდილობდა, დაევიწყებინათ ძველი წყენა და უსიამოვნებები.
აი, რა უნდა გააკეთოთ დღეს:
1. თუ შეძლებთ, დააბრუნეთ ვალები.
2. სახლი, სამსახური და მანქანა საფუძვლიანად დაალაგეთ.
3. ადამიანს, რომელიც წელს თქვენ გვერდით იყო და ყველაზე მეტად დაგეხმარათ, აუცილებლად დაურეკეთ და მადლობა გადაუხადეთ.
4. შეეცადეთ არ ჭამოთ დღეს ხორცი და არ მიიღოთ ალკოჰოლი.
გთხოვთ, ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენს მეგობრებს გაუზიაროთ!