ახალი წელი მოდის და ჩვენი ერთ-ერთი, უმთავრესი საზრუნავი საახალწლო სუფრის სამზადისია.
როგორც წესი, ადამიანების უმრავლესობა ითვალისწინებს ხოლმე ასტროლოგთა რჩევებს იმის შესახებ, რა სახის პროდუქტი უნდა იდოს საახალწლო სუფრაზე ამა თუ იმ წელს. წლევანდელი წელიც არ გახლავთ ამ მხრივ გამონაკლისი.
ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ჩვენი საიტის ადმინისტრაცია არაერთ კითხვას იღებს იმასთან დაკავშირებით როგორი სუფრით შეხვდეს დამდეგ 2017 წელს. გამომდინარე იქედან, რომ წლის სიმბოლო ამ ეტაპზე მამალი გახლავთ, ასტროლოგები თვლიან - სასურველია, არ იყოს საახალწლო სუფრაზე ქათმისა და ზოგადად ფრინველის ხორცი. ეს რაც შეეხება ზოგად ტენდენციას, თუმცა საკითხს თუ უფრო ნაკლები ცრურწმენითა და პროფესიული ასტროლოგიის კუთხით განვიხილავთ, პირველ რიგში ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ მამლის წელი როგორც ასეთი, ძალაში 2017 წლის 28 იანვრიდან შევა ძალაში. გაგრძელება