მაინც რატომ ხდება ხოლმე, რომ თითქოს ჩვეულებრივი ნაცნობობა ხშირად საოცრად რთულ ურთიერთობაში გადაიზრდება და შესაძლოა, ამ ფატალური რომანის დასასრული წლების მანძილზეც კი გაიწელოს.
თუმცა, შესაძლებელია ალტერნატიული ვარიანტიც - ახალგაცნობილ ადამიანთან, რომელთან პაემანზეც გულის ფანცქალით მიიჩქარით, სამომავლოდ მარტოოდენ კარგი მეგობრობა ჩამოგიყალიბდეთ.
თურმე ნუ იტყვით და, ყველაფერში მთვარე, უფრო სწორად, მთვარის კონკრეტული ფაზები ყოფილა დამნაშავე. ამიტომ, სამომავლო ურთიერთობის ხარისხსა და სცენარზე რომ ზუსტი წარმოდგენა შეგექმნათ, აუცილებელია იცოდეთ, როდის შედგა თქვენი პირველი პაემანი.
თუკი თქვენი პაემნის პერიოდი (პლუს-მინუსი ორი დღე წინ და უკან) ახალმთვარეობას დაემთხვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობა მალე არ დასრულდება. შესაძლებელია, ეს მხოლოდ მეგობრული კონტაქტები იყოს სამომავლოდ, თუმცა უახლოესი ერთი თვე მაინც ამ ყველაფერს ინტენსიური სახე ექნება. თუმცა, აქვე უნდა გახსოვდეთ, რომ ასტროლოგიურად ახალ მთვარეზე გაცნობილი ადამიანებისგან ჩვენს ცხოვრებაში სახიფათო ენერგიაც იჭრება. შესაძლოა თქვენი ახალი თაყვანისმცემელი კრიმინალი იყოს, ჰყავდეს კანონიერი ქმარი ან ცოლი, ან უბრალოდ, საეჭვო წარსული ჰქონდეს.
მთვარის პირველ მეოთხედში (ფაზაში) თუ მოხდა გაცნობა, ხშირად პოტენციური პარტნიორი ასაკით უმცროსი აღმოჩნდება ხოლმე. ის შესაძლოა რაიმე ტიპის, კომუნიკაციის სფეროში მუშაობდეს ან უბრალოდ, ძალზე მოლაპარაკე ინდივიდი იყოს. ეს საკმაოდ ჰარმონიული და კარგი კავშირის დასაწყისია, რომელიც მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ინტერესებსა და ფასეულობებზე იქნება დაფუძნებული. გაგრძელება