ადამიანები სხვადასხვაგვარი ნიჭითა და შესაძლებლობებით ევლინებიან ქვეყანას.
ზოგს თუ თავისუფლება ურჩევნია ყველაფერს და პასუხისმგებლობის გრძნობა აშინებს, სხვები უფროსის სავარძელს და ლიდერის როლს ოსტატურად, გარკვეული სიამოვნებითაც ირგებენ და არც მომატებული პასუხისმგებლობის მომენტი აშინებთ. არსებობს საინტერესო სტატისტიკა იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები არიან საუკეთესონი შეფის პოზიციაზე.
ამ საპატიო სიას ქვემოთ იხილავთ, მანამდე კი გაიხსენეთ, როდის ჰქონდა დაბადების დღე თქვენს შეფს?
მერწყული – ევროპელი ასტროლოგების დიდი ნაწილი სწორედ ამ ნიშნით დაბადებულ ხალხს მიიჩნევს საუკეთესო კანდიდატურად მსხვილი კორპორაციების მმართველის თანამდებობაზე. მერწყული ზოდიაქოს მეთერთმეტე სახლის მმართველია, რომელიც თავის მხრივ, მეგობრობის სახლად იწოდება. ამიტომ ეს ხალხი ყოველთვის ახერხებს, რომ თანამშრომელთა გული მოიგოს და საზოგადოების ნებისმიერი ფენის წარმომადგენელთან უშუალო, მეგობრული და კეთილმოსურნე ურთიერთობა დაამყაროს. მერწყულს ლიდერობა უყვარს, ეს ფაქტია, მაგრამ ის ამ კონდიციამდე მისვლას არა დიქტატურის გამოყენებით არამედ მეგობრული მიდგომით აღწევს. მისი კაბინეტის კარი ყოველთვის ღიაა თანამშრომლებისთვის და ის არასოდეს ავლებს ბიუროკრატიულ ზღვარს საკუთარ პერსონასა და ქვეშევრდომებს შორის, რის ხარჯზეც ახერხებს იმას, რომ დაქვემდებარებულები მასზე ხალისით და რაც მთავარია, ენთუზიაზმით მუშაობენ.
ვერძი – მისი უმთავრესი ღირსება თავმდაბლობა და კეთილი გულია. მართალია, იგი ხშირად "ფეთქდება" ემოციურად და შესაძლოა, მაგიდაზე მუშტიც დაარტყას იმ შემთხვევაში, როცა ვინმე მის მითითებას დროულად ვერ ასრულებს ან ზედმეტად ნელა მუშაობს, მაგრამ ერთიანობაში ვერძი უფროსი ხალისიანი, ოპტიმისტი და გულუხვია. სწორედ ამიტომ უყვართ იგი ქვეშევრდომებს. როგორ ცუდადაც არ უნდა მიდიოდეს საქმეები კომპანიაში, ვერძი უფროსის ყოლის შემთხვევაში თქვენ ხელფასის დაგვიანების ან შემცირებაში მოხვედრის შიში არასოდეს უნდა გქონდეთ. ამ ადამიანს შეუძლია თავად შეიზღუდოს ბიუჯეტი, თანამშრომლების კეთილგანწყობის არდაკარგვის ხარჯზე. ვერძი სამართლიანი ნიშანია, ამიტომ თქვენი უფროსი სიამოვნებით მოისმენს ახალ იდეებსა და მოსაზრებებს ნებისმიერი ქვეშევრდომისგან. ერთადერთი, რაც არ უნდა გააკეთოთ, არის ის, რომ არასოდეს შეეცილოთ მას ლიდერობაში. გაგრძელება