რა არ უნდა აჩუქოთ ახალ წელს
რა არ უნდა აჩუქოთ ახალ წელს
როგორ შევარჩიოთ სწორად საახალწლო საჩუქარი - ეს საკითხი ბევრს აწუხებს. იქნებ ასტროლოგიას მივმართოთ და ვარსკვლავებისგან მივიღოთ მინიშნება? ან თუ მათ არ ვენდობით, რაიმე ორიგინალური შევარჩიოთ. მაგრამ ამ შემთხვევაში სიურპრიზების არჩევა კიდევ უფრო რთულია. ჩვენმა რედაქციამ თავი მოუყარა ნივთების ჩამონათვალს, რომლების ჩუქება საახალწლოდ ნამდვილად არ ღირს.

საშხაპე გელების სასაჩუქრე ნაკრები
თუ ისეთ ადამიანებთან მიდიხართ სტუმრად, ვინც ორიგინალურობას აფასებს ყველაფერში, ნუ შეიძენთ კოსმეტიკის სასაჩუქრე მზა ნაკრებებს. ეს საჩუქარი ცუდი არაა კოლეგისთვის ან საქმიანი პარტნიორისთვის, მაგრამ არა ახლო მეგობრისთვის.

ფოტოალბომი ან ფოტოს ჩარჩო
ყველაზე ბანალური საჩუქრების რეიტინგში ფოტოალბომი და ჩარჩო ლიდერთა სამეულშია. გაიხსენეთ, თქვენი რომელი მეგობარი ბეჭდავს სურათებს და აწებებს ალბომებში? ალბათ, არცერთი.

ჭურჭელი
ბროლითა და მადონას სერვიზით დახუნძლული სერვანტები და ”სტენკები” დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა. ამიტომ, ადამიანმა თავად თუ არ გთხოვათ, მაგალითად, ღვინის ბოკალების ნაკრების ჩუქება, ნუ ეძებთ იდეალურ საჩუქარს ჭურჭლის განყოფილებაში.

რბილი სათამაშოები
ასეთი სათამაშოები საყვარლად მხოლოდ მაღაზიაში გამოიყურება, მაგრამ როგორც კი მას თქვენ საყვარელ მეგობარს ჩუქნით, უმალვე კარგავს მომხიბვლელობას. მის ”ბედნიერ მფლობელს” მხოლოდ
You must have Flash Player installed in order to see this player.
15 წუთის განმავლობაში ანიჭებს სიხარულს, შემდეგ კი ფიქრობს, ნეტა სად შევინახო ეს უსარგებლო მტვრის ბუდეო.

ცხოველები
თუ გსურთ, ნამდვილი სიურპრიზი გაუკეთოთ ლეკვის ან კნუტის სახით, აუცილებლად დარწმუნდით, რომ ადამიანი შინაური ცხოველების ყოლას გეგმავს.

დეკორის ნივთები
ეს საჩუქრების ყველაზე ”საშიში” კატეგორიაა, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ძალზე რთულია, წინასწარ გაიგო, მოეწონება ადამიანს ეს ნივთი თუ არა, ან მოიძებნება თუ არა მისთვის ადგილი. ამიტომ უმჯობესია, უარი თქვათ თემატური ზარდახშის ან რომანტიკული ნახატის შეძენაზე.

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
13:42 / 31-12-2016
marao.ge-ს ადმინისტრაცია გილოცავთ ახალ, 2017 წელს!
10:10 / 24-12-2016
ახალი წელი მოდის და ჩვენი ერთ-ერთი, უმთავრესი საზრუნავი საახალწლო სუფრის სამზადისია.
13:38 / 21-12-2016
იმისათვის, რომ განახორციელოთ ეს 3 არაჩვეულებრივი იდეა, დაგჭირდებათ მხოლოდ 15 წუთი და ცოტაოდენი შთაგონება. შედეგად კი სახლში ნამდვილ სადღესასწაულო განწყობას შექმნით!
13:03 / 18-12-2016
დღესასწაულის წინა დღეებში თითქოს ყველამ პირი შეკრა, ყველგან საგიჟეთი სუფევს: მაღაზიებში - რიგები, სახლში - აურზაური, როგორ უნდა მოიქცეთ, რომ ყველაფერი საუკეთესოდ მოაგვაროთ და კარგი განწყობაც შეინარჩუნოთ?..
12:39 / 17-12-2016
ასტროლოგია და მოდა უერთმანეთოდ არ არსებობს. ხშირად წლის მბრძანებელი კარნახობს დიზაინერებს, თუ რა ფერები იქნება მოდაში. წელს უპირატესობა უნდა მიანიჭოთ წითელს, ოქროსფერს, ნარინჯისფერს, ყვითელს და ბორდოსფერს.
13:14 / 14-12-2016
ჩვენს შვილებს ისინი მოძველებული და ულამაზო მოეჩვენებათ, მაგრამ ჩვენთვის ეს სათამაშოები ახალი წლის, ბავშვობის სიმბოლოა.
10:25 / 13-12-2016
სულ ცოტაც და ახალი წელი დადგება. გარშემო უკვე იგრძნობა სადღესასწაულო განწყობა.
11:58 / 09-12-2016
ამბობენ, რომ ქალს შეუძლია არაფრისგან შექმნას სამი რამ: შლაპა, სალათა და სკანდალი.
11:45 / 07-12-2016
საახალწლო სამოსი დრესკოდს არ ითვალისწინებს, მაგრამ გარკვეული წესების დაცვა აუცილებლად მოგეთხოვებათ.
14:34 / 05-12-2016
2016 წელი დასასრულს უახლოვდება... დროა, გადავხედოთ გასულ წელს და გამოვიტანოთ დასკვნები, გადავაფასოთ ცხოვრებისეული ღირებულებები. რა უნდა ჩავაბაროთ წარსულს და რა წავიღოთ თან მომავალში?
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
კიდევ ერთი ფინჯანი? 7 მიზეზი, თუ რატომ უნდა დალიო ყავა (+ გიფები)
12:39 / 25-02-2017
ქალების უმეტესობა დილას ყავის სმით იწყებს, მაგრამ არსებობენ ისინიც, ვინც ამ სასმელს არ სვამს.
15 წლის ქართველი მომღერალი უკრაინულ X Factor-ში პირდაპირ ბოლო ტურში გადაუშვეს
14:25 / 24-02-2017
უკრაინული X Factor-ის შესარჩევ ტურებზე 15 წლის ქართველი მომღერალი ნინი ნუცუბიძე გამოჩნდა, რომელმაც მაიკლ ჯექსონის ჰიტი Who’s Loving You შეასრულა.
მაია ასათიანს შვილის გარდაცვალების გამო უსამძიმრებენ
12:38 / 24-02-2017
ტელეწამყვან მაია ასათიანის ქალიშვილი საფრანგეთში, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
რა არის მენინგოკოკური ინფექცია, რა სიმპტომები ახასიათებს ამ დაავადებას და როგორ დავიცვათ თავი მისგან?
11:59 / 24-02-2017
მენინგოკოკური ინფექცია არის მწვავე ინფექციური დაავადება, რომლის გამომწვევია ბაქტერია Neisseria meningitidis. ის აზიანებს თავის ტვინის გარსს და იწვევს მენინგიტს, მენინგოენცეფალიტს, ენცეფალომიელიტს.
10 ვარსკვლავი, რომლებიც ლეგენდარული მულტფილმების გმირები არიან
11:37 / 24-02-2017
მულტფილმების გმირების უმრავლესობას რეალური პროტოტიპები ჰყავს. უბრალოდ, კარგად დააკვირდით მათ და მსგავსებას აუცილებლად დაინახავთ!
წიგნები, რომლებიც თქვენს შვილს ლოგიკური აზროვნების გაუმჯობესებაში დაეხმარება
15:06 / 23-02-2017
მარგარეტ ტეტჩერი, დეივიდ კამერონი, ინდირა განდი, ბენაზირ ბჰუტო, სტივენ ჰოკინგი, ოსკარ უაილდი, ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი...
"კრიმინალური ავტორიტეტების" უცნაური და საოცრად მდიდრული საფლავის ქვები
15:04 / 23-02-2017
საფლავის ქვას ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. საფლავის ეს უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი ჭირისუფლების მიერ დიდი რუდუნებით კეთდება, თუმცა ზოგჯერ, შეიძლება ითქვას, გადაჭარბებული რუდუნებითაც კი.
მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ცოლი მოჰყავს
13:53 / 22-02-2017
მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი მალე დაოჯახდება. ჯიბღაშვილმა საყვარელ გოგონას - ნინიკო ნაცარაშვილს ხელი მისსავე დაბადების დღეზე სთხოვა.
ანჯელინა ჯოლიმ შვილებს მწერები აჭამა (ვიდეო)
11:22 / 22-02-2017
როგორც უკვე იცით, ანჯელინა ჯოლი შვილებთან ერთად კამბოჯაში, საკუთარი ფილმის - "მათ ჯერ მამაჩემი მოკლეს" პრემიერაზე ჩავიდა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი