ახალი წლის დადგომა იმითაცაა კარგი, რომ საშუალება გვეძლევა, ათასგვარი ასტროლოგიური პროგნოზის მეშვეობით მომავალში ჩავიჭყიტოთ ხოლმე.
არც დღევანდელი სტატიაა გამონაკლისი. დღეს ნუმეროლოგიურ პროგნოზს გთავაზობთ, რომელიც თავისი სიზუსტით მართლაც გაგაოცებთ.
იმისათვის, რომ გაიგოთ თქვენი ნუმეროლოგიური პროგნოზი, საჭიროა იცოდეთ პირადი რიცხვი 2017 წლისათვის: დაალაგეთ თქვენი დაბადების თვე და რიცხვი ისე, რომ მათი შეკრებით მიიღოთ ერთი რიცხვი.
მაგალითად, თუ თქვენ დაიბადეთ 12 იანვარს (12.01) მაშინ ასე გამოვა 1+2+0+1=4, ამ რიცხვს დაუმატეთ 1 - ეს არის 2017 წლის რიცხვი (2+0+1+7=10; 1+0=1). ასე რომ, 4+1=5. ე.ი. თქვენი რიცხვია 5, 2017 წლისათვის.
ახლა კი შედეგებს გადავხედოთ:
თქვენი პირადი რიცხვია - 1
ერთიანი - ეს არის რიცხვი სტარტის აღებისა, ახალი ციკლის დაწყებისა, დამოუკიდებლობისა და აქტიური მოქმედების სიმბოლო, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა, შეუდგეთ თქვენი ოცნებების ასრულებას. ეს წელი გაძლევთ ამის შანსს, გზიდან მოგაცილებთ ყველას, ვინც თქვენს დამუხრუჭებას შეეცდება. თუ ფიქრობთ, რომ არა გყავთ მოკავშირეები, ნუ ინერვიულებთ, თქვენ საკუთარი ძალებით თავისუფლად გაუმკლავდებით ყველაფერს. იქნებ გაწუხებთ რაიმე ეპიზოდი წარსულიდან? დროა, დაივიწყოთ! დარწმუნებული იყავით საკუთარ შესაძლებლობებში, იყურეთ წინ და ყველას აჩვენეთ თქვენი ხასიათის სიძლიერე. ერთიანის ვიბრაცია იმათ სწყალობს, ვინც საკუთარი ამბიციების რეალიზაციისაკენ ისწრაფვის. გახდით უფრო დამოუკიდებლები. ცნობილი ანდაზა: "ნელა ივლი..." თქვენთვის არ მუშაობს, თამამად გადით ცხოვრების ავტობანზე და გაზს დააწექით!
თქვენი პირადი რიცხვია - 2
ყურადღება, მოთმინება, მგრძნობიარობა და გამჭრიახობა - აი, რა თვისებებით უნდა აღიჭურვოთ. ორიანის ვიბრაცია იმათ სწყალობს, ვისაც შეუძლია მოითმინოს და წყნარად დააკვირდეს მოვლენებს. ისწავლეთ მოლაპარაკებისა და თანამშრომლობის ხელოვნება. მოძებნეთ მოკავშირეები და თუ რაიმე არ გაწყობთ, მოძებნეთ კომპრომისი, იმოქმედეთ დიპლომატიურად. ნუ იქნებით ჯიუტები, ნუ დაასხამთ ცეცხლზე ნავთს. ნაყოფიერი იქნება მუშაობა ჯგუფში და არა ცალკე. მოკლედ, ეს წელი ორ რჩევას გაძლევთ: თუ სიტუაცია არ გაწყობთ, ეძებეთ კავშირები და ეცადეთ, ყველაფერი გაარკვიოთ. თუ სხვათა მხარდაჭერას გრძნობთ, იარეთ წინ!
თქვენი პირადი რიცხვია - 3
გულგრილად შეხედეთ არსებულ რეალობას და ისიამოვნეთ ცხოვრებით, ნუ წაუყენებთ მას მკაცრ პრეტენზიებს, ამას გირჩევთ 3-იანის ვიბრაცია. 2017-მა წელმა გადაწყვიტა, გამოაცოცხლოს მოვლენათა მსვლელობა, გამოგიფხიზლოთ წარმოსახვები და გაგიფართოოთ ჰორიზონტი. მხიარულად ჩაერთეთ ცხოვრების რიტმში, გამოავლინეთ ცნობისმოყვარეობა და დატკბით სიცოცხლის მშვენიერებით. ახალმა წელმა მოგიმზადათ ბავრი მიზეზი იმისათვის, რომ იყოთ ოპტიმისტები. იმის მაგივრად, რომ იკითხოთ - რატომ? თამამად თქვით - რატომაც არა! ამ განწყობით გადახედეთ მეგობრების წრეს, სადაც ადგილი არა აქვთ პესიმისტებსა და უჟმურებს. ხშირად გაერთეთ და განიავდით, იმოგზაურეთ, მოაწყეთ მხიარული წვეულებები, ამავე განწყობით იყავით სამსახურშიც. გაიჩინეთ ახალი ნაცნობები, დაინტერესდით ყველაფრით, რისგანაც სიამოვნებას მიიღებთ.
თქვენი პირადი რიცხვია - 4
ახალ 2017 წელს სამსახური გახდება თქვენთვის პრიორიტეტული. 4-ის ვიბრაცია სწყალობს იმათ, ვინც მზადაა ხელები დაიკაპიწოს და ძალა არ დაიშუროს თავისი საქმიანობის კარგად დასაგეგმად, არ დაკარგოს დრო უქმად. იმდენად, რამდენადაც, ჩვენი ცხოვრება ვითარდება ციკლურად, ცხოვრების რაღაც ეტაპზე დგება დრო, როცა უნდა გავიმყაროთ პოზიციები, რათა წავიწიოთ წინ, მომავლისკენ. ეს არ უნდა მიიღოთ შინაგან ზეწოლად. მოგიწევთ შრომა, რათა მიიღოთ ღირსეული ჯილდო და აღმოჩნდეთ საჭირო სიმაღლეზე. სამსახურში გექნებათ სიტუაციები, როცა უნდა დაარეგულიროთ რთული სიტუაციები, ან პასუხისმგებლობა აიღოთ საკუთარ თავზე, თქვათ გადამწყვეტი სიტყვა. გამოავლინეთ ცივსისხლიანობა, ობიექტურობა, ხასიათის სიმტკიცე და მიიღეთ ეფექტური გადაწყვეტილებები, შედეგი არ დააყოვნებს და იმედგაცრუებული არ დარჩებით. იხილეთ სრულად