ახალი წლის პირველმა დღეებმა უკვე ჩაიარა, ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად დღესასწაულის აღნიშვნა ყველამ დაასრულა და ახლა კოლეგების დრო დადგა.
წინ შობა, ძველით ახალი წელი და კორპორატიული საღამოებია. სწორედ ამიტომ vivus.ge-ს ბლოგი შემოგთავაზებთ სტილისტებისა და დიზაინერების რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეიმოსოთ 2017 წელს კორპორატიულ წვეულებაზე.
სანამ გარდერობის გასაახალებელი ფულის არქონის გამო სტატიის წაკითხვაზე უარს იტყოდეთ, შეგახსენებთ, არ ღირს საკუთარ სილამაზეზე უარის თქმა უფულობის გამო, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ 50-დან 650 ლარამდე onlain sesxi vivus -ში და შეიძინოთ ყველაფერი ის, რაც კიდევ უფრო გაგალამაზებთ.
გახსოვდეთ, vivus ge-ში პირველი sesxi უპროცენტოა, განმეორებითი სესხები კი ყველაზე დაბალ პროცენტში გაიცემა.
მიიღე ფული დღესვე და ნუ გაიფუჭებ საახალწლო განწყობას ძველი კაბის გამო.
რაც შეეხება მოდის ექსპერტთა რჩევებს, პირველ რიგში, უნდა გახსოვდეთ, კორპორატიულ საღამოზე არ არის რეკომენდებული ზედმეტად სექსუალურად ჩაცმა.
ძალიან მოკლე კაბა, ღრმა დეკოლტე ან მოშიშვლებული ზურგი სხვა დროისთვის შემოინახეთ და თანამშრომლებთან ერთად გამართულ წვეულებაზე არჩევანი ელეგანტურ სამოსზე შეაჩერეთ.
უარი თქვით როგორც იაფფასიან, ასევე ძალიან ძვირად ღირებულ კაბაზეც. პირველი სხეულზე ულამაზოდ მოგერგებათ, მეორე კი თავდავიწყების საშუალებას არ მოგცემთ, რადგან გართობის ნაცვლად გონება კაბის უსაფრთხოებაზე ფიქრით გექნებათ დაკავებული.
ასევე არ ღირს უხარისხო ბიჟუტერიის შერჩევა და არც დიდი რაოდენობით აქსესუარები.
სამოსის შერჩევისას გახსოვდეთ მოდის უკვდავი კანონები და ჯორჯო არმანის ცნობილი სიტყვები: „ელეგანტურობა არ ნიშნავს თვალში მოხვედრას. ეს ნიშნავს მეხსიერებაში დარჩენას“.
2017 გახლავთ ცეცხლოვანი მამლის წელი და დიზაინერები გვირჩევენ ცეცხლისფერი სამოსის ან აქსესუარების შერჩევას.
აღნიშნული ფერები ერთდროულად ლამაზი, ეფექტური, თვალშისაცემი და ტენდენციურია.
გახსოვდეთ, ფერად სამოსს მოკრძალებული მაკიაჟი უხდება და თუ მკვეთრი ფერის კაბას შეარჩევთ, მაშინ კოსმეტიკა ნეიტრალურ ფერებში გადაწყვიტეთ.
„იმ შემთხვევაში, თუ არ იცი, რა ჩაიცვა, ჩაიცვი პატარა შავი კაბა“ - ეს მსოფლიო მოდის დაუწერელი კანონი გახლავთ და თუ 2017 წელს, კორპორატიული საღამოსთვის ამ რჩევის გათვალისწინებას აპირებთ, მაშინ დაამატეთ კაბას თამამი აქსესუარები. მაგალითად: ბიჟუტერია, ხელთათმანები, ქამარი ან გულსაბნევი.
მამლის წელს საღამოს კაბებთან აქტუალური იქნება ორიგინალური, მყვირალა, თვლებით გაწყობილი ან უბრალოდ ფერადი კლატჩის ჩანთები.
რაც შეეხება ფეხსაცმელს, ის ტანსაცმლის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. მკვეთრ კაბასა და აქსესუარებს ნეიტრალური ფეხსაცმელი მოუხდება, კლასიკურ კაბასა და აქსესუარებს კი პირიქით, მკვეთრი ფეხსაცმელი შეუხამეთ.
ტოპ-მენეჯერ ქალბატონებს სტილისტები დამატებით რჩევას აძლევენ და კორპორატიულ საღამოზე ნატურალური ბეწვითა და ბრილიანტებით მისვლას ურჩევენ. აღნიშნული აქსესუარები ეფექტურიც იქნება და თქვენს სტატუსსაც გაუსვამს ხაზს.
დაბოლოს, გახსოვდეთ ლეგენდარული დიზაინერის, ჯანი ვერსაჩეს სიტყვები: „ნუ გადაეშვებით ტრენდებში, ნუ მისცემთ მოდას თქვენი დაპყრობის უფლებას, თავად გადაწყვიტეთ, ვინ ხართ, რა გსურთ გამოხატოთ საკუთარი სამოსითა და ცხოვრების სტილით“.
ცნობისთვის, აღნიშნული რჩევები არამხოლოდ საახალწლო, არამედ სხვა კორპორატიული საღამოებისთვისაც გამოგადგებათ. ამიტომ დაიმახსოვრეთ ყველაფერი ის, რაც ამ სტატიაში იყო ნათქვამი.