ასტროლოგი ხათუნა ნოელი უახლოეს კვირებში მოსალოდნელი ასტრონომიული მოვლენების შესახებ გვაფრთხილებს და "ფეისბუქით" სასარგებლო რჩევებს გვიზიარებს:
"რა მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება ცაზე? ვფიქრობ ჩვენი მკითხველი მოუთმენლად ელოდება კვირის პროგნოზს.
სხვათა შორის, ცაზე, სწორედ ახლა ძალიან საინტერესო ამბები ხდება! მოყოლებული 7 იანვრიდან თითქმის მთელი ერთი თვის განმავლობაში, ანუ 6 თებერვლამდე, საკმაოდ იშვათ ასტრონომიულ მოვლენასთან გვექნება საქმე. მზის სისტემის არცერთი პლანეტა აღარ იქნება უკუსვლითი! ეს არის ძალიან ხელსაყრელი პერიოდი, რადგან დედამიწის მოძრაობის მიმართულება არ მოდის წინააღმდეგობაში პლანეტების მოძრაობის მიმართულებასთან, რაც ნიშნავს რომ ენერგეტიკა თანხვედრია. ასეთ პერიოდებს უძველესი დროის ქურუმები თვლიდნენ მაქსიმალურად ხელსაყრელ დროდ ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილებების განსახორციელებლად.
ესეიგი 6 თებერვლამდე გვაქვს შანსები სასიკეთოდ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება, ზოგადი ფონი ასეთია. თუმცა ამ პერიოდს შიგნითაც არის მეტ- ნაკლებად ხელსაყრელი და არახელსაყრელი დღეები. თუ ვისაუბრებთ მომდევნო 7 დღიანი პერიოდზე, ის უნდა პირობითად 2 ნაწილად გავყოთ, რომლიდანაც პირველი შედარებით უფრო რთული იქნება, ხოლო მეორე ნახევრი- ბევრად უფრო მსუბუქი.
მითუმეტეს, დღეს გვაქვს სავსემთვარეობა კირჩხიბის ნიშანში. რომლის ზეგავლენას ჯერკიდევ გუშინდელი დღიდან იგრძნობდით. ამაზე ჩვენი წინა გადაცემის დროს ვისაუბრეთ და მსმენელმა უკვე იცის, რომ ყურადღება უნდა დაუთმოს ფუძის, ჭერის, მშობლიური კერიის და მშობლებთან დაკავშირებულ საკითხებს. ოჯახურ ტრადიციებს და ასე შემდეგ. ასევე ძალზე მნიშვნელოვანი იქნება უფროსი თაობის ადამიანების მიმართ ჩვენს მიერ ყურადღების, ზოგ შემთხვევაში კი მათზე ზრუნვის გამოჩენის თემა.
საერთოდაც უფროს- უმცროსების თემატიკა ამ კვირაში სხვა ასპექტითაც იჩენს თავს.თუმცა შესაძლოა ეს უფროსობას, ანუ ხელმძღვანელობასა და ხელქვეითების კონფლიქტადაც გამოვლინდეს. გაგრძელება