ქართველი მომღერალი ელენე კალანდაძე ისრაელში, სატელევიზიო შოუში წარსდგა და საკუთარი შესრულებით ჟიურის წევრებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
ელენე კალანდაძე ქართველმა მაყურებელმა "ვარსკვლავების აკადემიიდან" გაიცნო. ელენე "ევროვიზიის" სცენეზეც იყო, სოფო ნიჟარაძის ბექვოკალში მღეროდა სოფო ტოროშელიძესთან ერთად.
მონაწილეობდა პროექტ "ერთი ერთში", რომლის გამარჯვებულიც გახდა. ამჯერად მან გადაწყვიტა ისრაელში ეცადა ბედი, შოუში მისმა პირველმა გამოსვლამ ფურორით ჩაიარა. იხილეთ ვიდეო