ნობელის პრემიის ლაურეატმა ოტო ვარბურგმა კიბოს გამომწვევი მიზეზი დაადგინა, მაგრამ მისი გახმაურებისაგან დღესაც თავს იკავებენ.
დოქტორმა ვარბურგმა კიბოს აღმოცენების შესწავლას მთელი სიცოცხლე მიუძღვნა. იგი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი წამყვანი ბიოლოგი და უდიდესი მეცნიერი გახლდათ. მან აღმოაჩინა, რომ კიბოს წარმოქმნის უპირველესი ფაქტორი ორგანიზმში მჟავიანობის ცვლილებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ გარემოს მჟავიანობა, კერძოდ, ორგანიზმის pH დონე ნორმის 7,365 ქვემოთაა. ჩატარებული ექსპერიმენტების საფუძველზე და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, ვარბურგმა დაასკვნა: დაბალი pH-ის (6,0) დონეზე რძის მჟავა წარმოიქმნება და იზრდება CO2-ის კონცენტრაცია, რაც, თავის მხრივ, იწვევს სიმსივნური უჯრედების ზრდასა და აქტივაციას.
ვარბურგი დარწმუნებული იყო, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი (დამოკიდებულება) ჟანგბადის მოლეკულათა შენარჩუნებასა (რაც ჯანმრთელი უჯრედების ცხოველმყოფელობას უზრუნველყოფს) და pH დონეს შორის. რაც უფრო მაღალია ორგანიზმის pH დონე (რომელსაც აქვს ტუტე რეაქცია), მით უფრო მაღალი იქნება ჟანგბადის მოლეკულათა კონცენტრაცია და პირიქით.
1931 წელს დოქტორმა ვარბურგმა მედიცინის სფეროში ამ მნიშვნელოვანი და საკაცობრიო აღმოჩენისათვის ნობელის პრემია მიიღო. მან უმნიშვნელოვანესი რამ განაცხადა: “სიმსივნური ქსოვილები მჟავე უჯრედებია, მაშინ, როცა ჯანმრთელი ქსოვილები ტუტე უჯრედებითაა წარმოდგენილი”.
წყლის მოლეკულა წყალბადის დადებით იონად (კათიონად) და ჰიდროქსიდ-ჯგუფის უარყოფით იონად (ანიონად) დისოცირდება, ამასთან, წყალბადის იონების სიჭარბე მჟავე რეაქციაზე მიუთითებს, OH იონების სიჭარბე კი ტუტე რეაქციას შეესაბამება.
სიმსივნურ უჯრედთა მეტაბოლიზმის სფეროში ჩატარებული კვლევების საფუძველზე ვარბურგმა ასეთი ვერსია გამოთქვა: “სიმსივნის ყველა ფორმას ორი ფაქტორი ახასიათებს - აციდოზი და ჰიპოქსია (ჟანგბადის უკმარისობა, ე.წ. ჟანგბადოვანი შიმშილი). სწორედ ეს ორი თანმხლები ფაქტორი წარმოადგენს მედლის ორ მხარეს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სადაც შეინიშნება ერთი ფაქტორი, იქვე განისაზღვრება მეორეც. ყველა ჯანმრთელ უჯრედს ესაჭიროება ჟანგბადით გაჯერება, მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებს შეუძლიათ უჟანგბადოდ განვითარება. ეს არის სიმსივნური, უგამონაკლისო წესი. გაგრძელება