ნათლისღების წყალი სამკურნალო და სასწაულმოქმედია.
ჩვენი წინაპრები მას სახლის კუთხეებში ასხურებდნენ ავი სულებისაგან გასათავისუფლებლად და სვამდნენ გამოსაჯანმრთელებლად.
აავსეთ სუფთა ქილები, ბოთლები ნათლისღების წყლით და გამოიყენეთ მთელი წლის მანძილზე, მომდევნო ნათლისღებამდე, ან უფრო დიდი ხნით, ის არ ფუჭდება.
როგორ გამოვიყენოთ ნათლისღების წყალი
მიიღეთ, როგორც წამალი. მას ძლიერი ენერგეტიკა აქვს და მუდმივი მიღება რეკომენდებული არაა. ბანაობის შემდეგ 1 ჭიქა წყალი გადაივლეთ თავზე. დაიბანეთ თვალები, სახე, გამოივლეთ პირის ღრუში. თუ დილაობით წყალს სვამთ, რამდენიმე წვეთი დაუმატეთ.
ნათლისღების წყლით პირის დაბანის შემდეგ სახეს პირსახოცით ნუ შეიმშრალებთ, წყალი თავად უნდა შეგაშრეთ.
სახლის ნეგატივისგან გასაწმენდად ბინის ყველა კუთხეში მიასხურეთ ნათლისღების წყალი. შემდეგ ცოტა ჩაასხით დოქში ან ბოთლში და დატოვეთ ოთახში.
რაც შეეხება მის ყვავილებზე დასხმას, ეს სადავო საკითხია, ზოგიერთ მცენარეს ააყვავილებს, ზოგიერთს - დააჭკნობს. ასე რომ, ნუ გარისკავთ.