ყოველწლიურად ჩინეთი 1,4 მილიონ ტონა ბრინჯს აწარმოებს საექსპორტოდ. ის ამ პროდუქტის ყველაზე მსხვილი მომწოდებელია მთელ მსოფლიოში. მაგრამ ერთ-ერთ კორეულ გამოცემაში დაბეჭდილმა სტატიამ ძალზე შეგვაშფოთა: "ჩინური ბრინჯი საშიშია ჯანმრთელობისთვის - ის პლასტმასისგან მზადდება".
კორეელები ამტკიცებენ, რომ ჩინური ბრინჯის ნაწილი კარტოფილის სახამებლისა და პლასტმასისგან მზადდება, რომელიც ხარშვის შემდეგ გემრიელი პროდუქტის ილუზიას ქმნის. საბედნიეროდ, ყალბი ბრინჯის გამოვლენა იოლია!
როგორ გამოვავლინოთ ყალბი ბრინჯი
წყლის ტესტი
1 ჭიქა წყალში ჩაყარეთ 1 კოვზი ბრინჯი. ორგანული ბრინჯი ილექება, სინთეტიკური კი ზედაპირზე ტივტივებს.
გაჭყლიტეთ რამდენიმე მარცვალი
თუ ბრინჯი თეთრ ფხვნილად იქცა, ე.ი. ის ორგანულია. და როდესაც ასეთი პროცედურის შემდეგ ყვითელი ლაქები რჩება, ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი სინთეტიკურია.
ცეცხლში გატარება
დაწვით ბრინჯის რამდენიმე მარცვალი. თუ მას ცეცხლი მოეკიდება, იგი ყალბია!
ობი
მოხარშეთ 1 მუჭა ბრინჯი, მოათავსეთ პლასტმასის კონტეინერში და შეინახეთ თბილ ადგილას. თუ ბრინჯს ობი მოეკიდა - ეს კარგის ნიშანია! პროდუქტი აბსოლუტურად ნატურალურია!