იღბლიანი ყოფილხართ, თუკი არასოდეს გაგტეხვიათ ესა თუ ის "საქონელი" სუპერმარკეტში, რადგან მომხმარებლები ძალიან ხშირად ხვდებიან უხერხულ სიტუციაში იქ გატეხილი პროდუქციის გამო, რის შედეგადაც მისი ღირებულების გადახდა უწევთ.
მსგავსი უხერხულობის მიზეზები შეიძლება ხალხის ნაკადი, იატაკის არასწორი ზედაპირი, თქვენი დაუდევრობა და სხვა ფაქტორები გახდეს. არავინ ვართ დაზღვეული, ამიტომ თუ შემთხვევით მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებით, ნუ წამოეგებით ანკესზე და ნუ გადაიხდით გატეხილი საქონლის საფასურს იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ არ გაგიტეხავთ, რადგან სამოქალაქო კოდექსში გარკვევით წერია: "პირი, რომელმაც გამოიწვია ზარალი, თავისუფლდება ზიანის ანაზღაურებისგან იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ ზარალის გამომწვევი სხვა მიზეზები არსებობს".
გაგიკვირდებათ და, ის ფაქტიც ვერ აიძულებს ადმინისტრაციას, გადაგვახდევინოს ზარალის საფასური, თუ იდაყვით, მხრით და ა.შ. შევეხეთ ძვირად ღირებულ სასმელს, რის შემდეგაც ის თაროდან გადმოვარდა და გატყდა, რადგან ამაზე პასუხისმგებელია მხოლოდ ადმინისტრაცია. მათ უნდა ჰქონდეთ შექმნილი საქონლისთვის უსაფრთხოების ზომები. როდესაც საქონელი დაცულია შესაბამისი თაროებით, მისი გადმოვარდნა მარტივი მიზეზებით ვერ მოხდება. ამიტომ სრული უფლება გაქვთ, თქვენ მიერ გატეხილი ნივთის მიზეზში დაადანაშაულოთ მაღაზია (სუპერმარკეტი და ა.შ), თუ... განაგრძეთ კითხვა