მიუხედავად იმისა, რომ მამლის წლის დადგომა ერთი თვის წინ ვიზეიმეთ, რეალურად, ჩინური კალენდრის მიხედვით, ის 28 იანვარს დადგა.
ასტროლოგიური თვალსაზრისით, რას მოიტანს ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის და რა ტენდენციები გამოიკვეთება, ამ თემაზე AMBEBI.GE-ს ასტროლოგი სოფია ბზეკალავა ესაუბრება.
- აქტიური, დინამიკური მოვლენებით დატვირთული წელი იქნება. მამალი თავისი არსით მშრომელი, საქმიანი, შემტევი ხასიათის ფრინველია. არ არის აგრესიული, მაგრამ მებრძოლია და ყოველთვის მზადაა საკუთარი ინტერესების დასაცავად. ამიტომ წლის მანძილზე აქტუალური იქნება საკუთარი იდეების, საზღვრებისა და პრინციპების დაცვის თემა, როგორც ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაში, ისე პოლიტიკური კუთხით. მამალი ითხოვს დისციპლინას და შრომას. ბევრ კომპანიაში გააქტიურდება და გამკაცრდება სამუშაო გრაფიკი. ზოგადად, ამ წელს ძალიან უმართლებთ მშრომელ, პასუხისმგებლობისა და დისციპლინის მქონე ადამიანებს...
წელს აქტიური სფეროები იქნება - სამხედრო სფერო, სპორტული სარბიელი, სახელოვნებო და შოუბიზნესის დარგები... გაგრძელება