შხაპის მიღება - არა მხოლოდ სასიამოვნო პროცედურა, არამედ აუცილებელია. შხაპის მიღებისას ვიცილებთ კანის მკვდარ უჯრედებს, კანის ცხიმს, ოფლს...
არსებობს მოსაზრება, რომ წყლის ხშირი პროცედურები ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ასევე, აქვეითებს იმუნიტეტს.
წყლის პროცედურები
თანამედროვე ცხოვრების რიტმი და სპორტით დაკავება გვაიძულებს, დღეში 2-ჯერ მივიღოთ შხაპი. თუმცა, ამან შეიძლება კანის ბუნებრივი დამცავის შესუსტება გამოიწვიოს.
კანის გამწმენდების უმეტესობა შეიცავს პარაბენებს, ქსენოესტორგენებს და გადამუშავებულ ნავთობპროდუქტებს. ასევე, წყალიც არცთუ ისე სუფთაა: ქლორი, ფტორი და მავნე ბაქტერიები კანისთვის არცთუ ისე სახარბიელოა.
შხაპის მიღებისას კანის დასაცავად გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
ეცადეთ, არ გამოიყენოთ ცხელი წყალი. წყლის ოპტიმალური ტემპერატურა 23-25 გრადუსი უნდა იყოს.
გამოიყენეთ რბილი, ნატურალური საპონი დანამატების გარეშე.
შხაპის მიღების შემდეგ დარწმუნდით, რომ მოვლის საშუალებები კარგად ჩამოიბანეთ.
გახსოვდეთ, რომ პირადი ჰიგიენა - ჯანმრთელობის საწინდარია.
ასევე წაიკითხეთ:
სხეულის ყველაზე დაბინძურებული ნაწილი: ის უყურადღებოდ გრჩებათ, თუნდაც შხაპს დღეში ორჯერ იღებდეთ!