ქართველ ხელოვანებს საქართველოში დაფასება რომ აკლიათ, ყველამ კარგად იცის. ამიტომ ისინი იძულებულები არიან, ძირითადი საქმიანობის პარალელურად, ბიზნესითაც დაკავდნენ.
AMBEBI.GE იმ ცნობილი ადამიანების შესახებ გიამბობთ, ვისაც საკუთარი ბიზნესი აქვს.
ია ფარულავა
მსახიობი ია ფარულავა ბიზნესში სულ ცოტა ხნის წინ ჩაერთო. მან აბანოთუბანში სასტუმრო გახსნა. სახლი, სადაც ია ფარულავამ სასტუმრო გახსნა, მსახიობმა 1997 წელს შეიძინა.
"ეს სახლი 1997 წელს შევიძინე. ავარიულ მდგომარეობაში იყო, სახლში ოთხი ოჯახი ცხოვრობდა. როდესაც სახლი ვიყიდე, მათ საცხოვრებელი ბინები შეიძინეს და გადავიდნენ, მე კი დავშალე ეს სახლი და რამდენიმე წელი მქონდა დაკონსერვებული ადგილი. 2007 წელს დავიწყე სახლის მშენებლობა და ომის შემდეგ ვეღარ გავაგრძელე", - განუცხადა მსახიობმა AMBEBI.GE-ს ერთ-ერთ ინტერვიუში.
ორი წლის წინ იამ სასტუმროს გახსნა გადაწყვიტა. ის გადაკეთების პროცესში აქტიურად იყო ჩართული და ეს ბიზნესი წარმატებით ააწყო.
ქრისტინე იმედაძე
მომღერალი ქრისტინე იმედაძე, სიმღერისა და ტელევიზიის პარალელურად, საკუთარი ბიზნესით არის დაკავებული. მას ტანსაცმლის საკუთარი ხაზი აქვს. დიზაინერობა მომღერალმა ნაქსოვი ქუდებით წამოიწყო, შემდეგ კი სამოსი შექმნა. ქრისტინეს ბიზნესი დროთა განმავლობაში წარმატებულად განვითარდა, ამიტომ მან საკუთარი ბრენდის ხაზი "SAMI" შექმნა, რომელიც სპორტულ და ყოველდღიურ სამოსს აწარმოებს.
ლაშა ღლონტი
ექიმი და მომღერალი ლაშა ღლონტი ბიზნესში სულ ცოტა ხნის წინ ჩაერთო. მეგობართან ერთად მომღერალმა ღვინის წარმოება დაიწყო. ღვინო ტრადიციული არომატისგან რადიკალურად განსხვავებულია და ძირითადად, მანდილოსნებზეა გათვლილი. ლაშა ღლონტის ღვინის ბრენდს "აპრილი" ეწოდება და ის მხოლოდ საზღვარგარეთ იყიდება. განაგრძეთ კითხვა