გვჯერა, რომ უამრავ პროგნოზს გაეცანით, მაგრამ გვერწმუნეთ, ასეთი რამ ჯერ არ წაგიკითხავთ!
პროგნოზი ფილიპინელმა ასტროლოგებმა შეადგინეს!
ვეფხვი
წლის ფოკუსი: აუჩქარებლად მოქმედება.
ბედნიერი ციფრები: 1, 3, 4 და მათი შემცველი ციფრები. მაგ. 13, 34.
წარმატებული ფერები: ცისფერი, ნაცრისფერი, ნარინჯისფერი.
წარსულში შესრულებული საქმეების შედეგს მოიმკით. თუმცა მოერიდეთ სარისკო ინვესტიციებს. მარტოხელებმა მეტი ინიციატივა გამოიჩინეთ საწინააღმდეგო სქესის გასაცნობად.
გველი
წლის ფოკუსი: კარიერა.
ბედნიერი ციფრები: 2, 8, 9 და მათი შემცველი ციფრები. მაგ. 28, 89.
წარმატებული ფერები: შავი, წითელი, ყვითელი.
გავლენიან ნაცნობებს გაიჩენთ და კარიერულ წინსვლას მიაღწევთ. მარტოხელებს სიყვარული და ქორწინება ელით.
მამალი
წლის ფოკუსი: სიმშვიდე.
ბედნიერი ციფრები: 5, 7 და 8.
წარმატებული ფერები: ოქროსფერი, ყავისფერი, ყვითელი.
სიმშვიდე შეინარჩუნეთ. მოერიდეთ სარისკო ინვესტიციებს. იმუშავეთ მუხლჩაუხრელად. ახლობლებთან ურთიერთობისას მეტი მოთმინება გმართებთ.
ვირთხა
წლის ფოკუსი: ურთიერთგაგება.
ბედნიერი ციფრები: 2, 3 და მათი შემცველი ციფრები. მაგ. 23 და 32.
წარმატებული ფერები: ცისფერი, ოქროსფერი, მწვანე.
განვითარების, გაფართოების შანსი მოგეცემათ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან, გელით კარიერული წინსვლა. მოერიდეთ სარისკო ინვესტიციებს. გაფიჩნდებათ შემოსავლის ახალი წყარო.
კურდღელი/კატა
წლის ფოკუსი: ჯანმრთელობა.
ბედნიერი ციფრები: 3, 4, 6 და მათი შემცველი ციფრები. მაგ. 34 და 46.
წარმატებული ფერები: ცისფერი, იისფერი, წითელი, ვარდისფერი.
მოერიდეთ იურიდიულ დისპუტს, არასასურველ ბიზნესურთიერთობას. პრაგმატულობა წარმატებას მოგიტანთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით.
ღორი
წლის ფოკუსი: კარიერული წინსვლა.
ბედნიერი ციფრები: 2, 5, 8 და მათი შემცველი ციფრები. მაგ. 25 და 58.
წარმატებული ფერები: ყვითელი, ნაცრისფერი, ყავისფერი, ოქროსფერი.
გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. მათი დახმარებით დაწინაურდებით. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან ერთად. მოგზაურობის წელი გელით.
ხარი
წლის ფოკუსი: მოთმინება.
ბედნიერი ციფრები: 1, 4 და მათი შემცველი ციფრები. მაგ. 14 და 41.
წარმატებული ფერები: თეთრი, ყვითელი, მწვანე.
გაგიუმჯობესდებათ კარიერა, ურთიერთობები გარშემო მყოფებთან. მარტოხელები დაწყვილდებით, ბედნიერი და სტაბილური წელი გელით.
მაიმუნი
წლის ფოკუსი: მაქსიმალური მონდომება.
ბედნიერი ციფრები: 4 და 9.
წარმატებული ფერები: თეთრი, ცისფერი, ოქროსფერი.
წარმატებები გელით. თუ თავდაუზოგავად იმუშავებთ, კარიერული წინსვლა გარანტირებული გაქვთ. თუ მეწყვილეს ეძებთ, მეტად გააქტიურდით.
ცხენი
წლის ფოკუსი: კარიერა.
ბედნიერი ციფრები: 2, 3, 7 და მათი შემცველი ციფრები. მაგ. 23 და 37
წარმატებული ფერები: ყვითელი, მწვანე
კარიერული წინსვლა და მივლინებები გელით. მოერიდეთ სარისკო ინვესტიციებსა და სასამართლოებს. მარტოხელებს სასიყვარულო წარმატება ელით.
თხა
წლის ფოკუსი: დამოუკიდებლობა.
ბედნიერი ციფრები: 2, 7 და მათი შემცველი ციფრები. მაგ. 27 და 72.
წარმატებული ფერები: მწვანე, წითელი, იისფერი.
მეტი დისციპლინა და მუშაობა გმართებთ. დაიწყეთ რაიმე ახლის სწავლა. მარტოხელები დაწყვილდებიან.
დრაკონი
წლის ფოკუსი: ტოლერანტობა.
ბედნიერი ციფრები: 1, 6 და 7.
წარმატებული ფერები: ოქროსფერი, ვერცხლისფერი, ნაცრისფერ-თეთრი.
წარმატებული წელი გელით. წინსვლა კარიერაში, ბიზნესში. საშუალება მოგეცემათ განახორციელოთ იდეები, ურთიერთობა პარტნიორთან. მოინდომეთ და დაწყვილდებით.
ძაღლი
წლის ფოკუსი: ურთიერთობა.
ბედნიერი ციფრები: 3, 4, 9 და მათი შემცველი ციფრები. მაგ. 34 და 49.
წარმატებული ფერები: წითელიი, ყვითელი და იისფერი.
მოერიდეთ მოღალატეებს და მეტი დრო დაუთმეთ კარიერულ წინსვლას, გაუმართლებთ მარტოხელებს, რომლებიც მეწყვილეს ეძებენ.