ეს ისტორია ჰოლივუდის ეკრანიზაციას იმსახურებს. მისი გმირი გახლავთ ამერიკელი შელია ფედრიკი, რომელიც ავიაკომპანია Alaska Airlines-ის ბორტგამცილებლად მუშაობს.
რამდენიმე ხნის წინ, რეისი სიეტლი-სან-ფრანცისკოს შესრულებისას, მან ყურადღება მიაქცია "გაჩეჩილ და დაბნეულ" 14-15 წლის გოგონას, რომელიც კარგად ჩაცმულ მამაკაცს ახლდა. "გულმა მიგრძნო, რომ აქ ყველაფერი წესრიგში არ იყო", - ამბობს შელია.
როდესაც ბორტგამცილებელმა გოგონასთან დალაპარაკება სცადა, მის ნაცვლად მამაკაცი პასუხობდა. მაშინ შელიამ ყურში ჩასჩურჩულა გოგონას, შესულიყო ტუალეტში და წაეკითხა იქ დატოვებული წერილი. გოგონამ საპასუხოდ მიაწერა, რომ მას დახმარება სჭირდება.
შელია არ დაიბნა და ინფორმაცია პილოტებს გადასცა, რომლებმაც უმალვე შეატყობინეს სიტუაციის შესახებ სან-ფრანცისკოს პოლიციას. ჩაფრენისთანავე, მამაკაცი დააპატიმრეს: აღმოჩნდა, რომ ის ადამიანებით ვაჭრობაში იყო გარეული.
ამგვარად, ყურადღებიანობის წყალობით, შელია ფედრიკმა როგორც მინიმუმ, ერთი სიცოცხლე გადაარჩინა. ამჟამად გოგონა კოლეჯში სწავლობს, მისი მხსნელი კი ურჩევს, მსგავს სიტუაციებში არ შეშინდეს და იმოქმედოს თამამად.