”ნებულა” - ინოვაციური საგანმანათლებლო რესურსი მოსწავლეებისათვის
”ნებულა” - ინოვაციური საგანმანათლებლო რესურსი მოსწავლეებისათვის
”ნებულა”- ინოვაციური კომპანიაა, რომელიც მოსწავლეებს ეროვნული გამოცდებისთვის ონლაინ ამზადებს, ცოტა ხნის წინ კი ზოგადი უნარების სავარჯიშოების უნიკალური, ნახევრადელექტრონული ჟურნალი გამოუშვა. წიგნი ყოველთვიური იქნება და ის ორი ნაწილისგან - ვერბალური და მათემატიკური კრებულისგან შედგება. თითოეულში სპეციალურად შექმნილი 120 სავარჯიშოა თავმოყრილი.
”ნებულა” არის ონლაინ სივრცე აბიტურიენტებისა და მოსწავლეებისთვის, რომელიც მათ თანამედროვე და ინოვაციური მეთოდების გამოყენებით ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას სთავაზობს. ჟურნალი საგანმანათლებლო სტარტაპის პირველი ბეჭდური პროდუქტია. თუმცა ის ციფრულ ელემენტსაც მოიცავს. თითოეულ ამოცანას აქვს შესაბამისი ვიდეოახსნა, რომლის ნახვაც ”ნებულას” ვებგვერდზე ჟურნალში დაბეჭდილი უნიკალური კოდის საშუალებითაა შესაძლებელი.


ჩვენ ვიღებთ იმ დიდ გამოცდილებას და ცოდნას, რომელიც უფროს პედაგოგებში არის დაგროვებული და მას სხვანაირად ვფუთავთ. ეს არის ორი სრულიად განსხვავებული სამყაროს ნაწილების გაერთიანება ისე, რომ ინოვაციური შედეგი და პროდუქტი მივიღოთ. სწორედ ასეთია ჩვენი წიგნი. ზოგადად, ტესტების წიგნი თვითკმარი პროდუქტი არასდროს ყოფილა. ასეთ კრებულებში სწორი პასუხები არის ხოლმე მითითებული, მაგრამ მკითხველი ვერ იგებს, რატომ არის ის სწორი. წიგნისთვის ეს ტექნიკურად საკმაოდ რთულია. ჩვენ კი, ამ პრობლემის გადასაჭრელად, ახსნების ბაზა შევქმენით,” - განმარტავს სანდრო დოლიძე, „ნებულას“ აღმასრულებელი დირექტორი.
სანდრო დოლიძე საგანმანათლებლო სისტემაში ელექტრონული რესურსების შეტანას სტამბის გამოგონებას ადარებს.

ონლაინ სწავლების პლატფორმისა და ინტერნეტის ხიბლი ის არის, რომ ერთ მასწავლებელს კარგი ვიდეო კამერით შეუძლია მილიონ მოსწავლეს მიწვდეს, მაშინ როცა იმავე მასწავლებელს საკუთარ კლასში შეუძლია ასწავლოს 30 ბავშვს. სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ყველაფერს აქეთ მიმართულს და გვინდა, რომ ეს კულტურა დავნერგოთ. სწორედ ონლაინ განათლება არის დღეს ყველაზე მეტად მოსახერხებელი” - ამბობს დოლიძე.
ყოველი ნომრის გარეკანი წინა თვის საუკეთესო აბიტურიენტს დაეთმობა. ჟურნალის ღირებულება 8 ლარია. მისი ყიდვა წიგნის მაღაზიებსა და პრესის გამავრცელებელ ჯიხურებშია შესაძლებელი. პროექტის პარტნიორები ”პალიტრა L” და ”ლივინგსტონი” არიან.

”პალიტრა L”მუდმივად მზად არის, მხარი დაუჭიროს მსგავსი ტიპის საგანმანათლებო პროექტებს. ამ შემთხვევაში კი მართლაც განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან ”ნებულა” მთავარ აქცენტს ინოვაციასა და სიახლეზე აკეთებს. ეს არის მართლა უნიკალური პროექტი, რომლის ანალოგი ქართულ ბაზარზე არ არსებობს,” - ამბობს ”პალიტრა L-ის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნათია ზაქრაძე.
”ნებულა” გეგმავს, რომ სხვა საგნების წიგნებიც გამოვიდეს. ვებგვერდზე ქართული ენისა და ლიტერატურის კურსია დამატებული, ინგლისური ენის კურსი კი მზადების პროცესშია. კომპანია აღნიშნული საგნების წიგნების გამოცემასაც არ გამოირიცხავს.

You must have Flash Player installed in order to see this player.
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
XIU XIU  @ MUZAME // 28 მაისი
13:36 / 26-05-2017
ლეგენდარული ამერკელი მუსიკოსისა და მულტიინსტრუმენტალისტის, ჯეიმი სტიუარტის პროექტი XIU XIU 28 მაისს საკონცერტო დარბაზში SPACEHALL კონცერტს გამართავს.
QSELI 56.BAZA.DIGMASSIVE @ SPACEHALL // 25 მაისი
15:23 / 24-05-2017
ჰიპ-ჰოპ სერიები, BLOK9 და საკონცერტო დარბაზი SPACEHALL 25 მაისს წარმოგიდგენთ: ქართველი შემსრულებლები - QSELI 56, DIGMASSIVE და BAZA.
ტოპ-5 საუკეთესო კრიმინალურ-დეტექტიური სერიალი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ!
12:20 / 24-05-2017
წარმოგიდგენთ ხუთ ყველაზე საინტერესო დეტექტიური ჟანრის ტელესერიალს, რომელიც აუცილებლად მოგეწონებათ!
რომელი წიგნების ყიდვა შეგიძლიათ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე 50 და 100 ლარად
14:55 / 23-05-2017
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2017 წელს უკვე მეცხრამეტად გაიმართება.
GEM Fest Pre-Party - სიგიჟის 3 დღე სლოვაკეთში!
17:51 / 22-05-2017
გინესის რეკორდსმენი დიჯეი Black Coffee ელექტრონული მუსიკის ფესტივალის, GEM Fest-ის გრანდიოზულ წვეულებაზე დაუკრავს. ივენთი 25-28 მაისს სლოვაკეთში, სასტუმროში „Gino Park Palace“-ში გაიმართება და მასზე დასწრებას მხოლოდ VIP სტუმრები შეძლებენ.
ფონდი „იავნანა“ ანტისტიგმა კამპანიას „დაინახე ყველაფერი“ უერთდება
13:41 / 22-05-2017
ფონდი „იავნანა“ უერთდება ანტისტიგმა კამპანიას „დაინახე ყველაფერი“,
პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა “ლუტეციამ" ქართული პრესის წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა
16:49 / 19-05-2017
18 მაისს მედიაწარმომადგენლებს ფრანგული ბრენდის, EISENBERG PARIS-ის წარმომადგენელი ჟან ლუკ ტრონიონი შეხვდა.
ეს ზეთი თევზის ქონზე სასარგებლოა! ჯანმრთელობის იაფი და ხელმისაწვდომი საბადო!
15:11 / 19-05-2017
სელის ზეთის სასარგებლო თვისებებზე ბევრს სმენია, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. მას ექიმები ურჩევენ ადამიანებს, ვისაც თევზი არ უყვარს. იყენებენ მედიცინაში და კოსმეტოლოგიაში. მაგრამ სელის ზეთი საშუალოსტატისტიკური ადამიანის არსენალში ნაკლებად გვხვდება.
“კარიბის ზღვის მეკობრეები” მსოფლიო პრემიერამდე 3 დღით ადრე საქართველოში
15:52 / 18-05-2017
"კარიბის ზღვის მეკობრეების" ფილმების სერია 2003 წელს დაიწყო.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი