ყველა მამაკაცისთვის მარადიული კითხვა?! სად და როგორ გარემოში შევხდეთ საყვარელ ადამიანთან ერთად „ვალენტინობას“ თან ისე, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს
ყველა მამაკაცისთვის მარადიული კითხვა?! სად და როგორ გარემოში შევხდეთ საყვარელ ადამიანთან ერთად „ვალენტინობას“ თან ისე, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს
ბოლო რამდენიმე დღეა მოსვენება დავკარგე. უფრო სწორად, განსაკუთრებულად ბევრს ვფიქრობ,როგორც ყველა შეყვარებული მამაკაცი.
ამ ფიქრის მიზეზი კი ტრადიციად ქცეული 14 თებერვალია, ყველაზე მთავარი კითხვით: ეს დღე, სად და როგორ გარემოში უნდა აღვნიშნო საყვარელ ადამიანთან ერთად?! ამ მარადიულ კითხვაზე ფიქრებში, ხან ფუნიკულიორზე, ხანაც კუსტბაზე და ხანაც ლისის ტბაზე ვიმოგზაურე. მერე ისევ დაბლა დავეშვი და თბილისურ, ხმაურიან ქუჩებში ვიბოდიალე.

ბუშტებით თუ ყვავილებით გადაპენტილი რესტორანი, ბარ-პაბ-ლაუნჯი (წინა წლებში სულ ასეთ გარემოს ვანიჭებდი უპირატეობას) თუ რაღაც სხვა? უფრო ახალი მომინდა. მივხდი, რომ ახლა, უკვე 30 წლის ასაკში, უფრო განსხვავებული, ამავდროულად სადა და აუცილებლად რომანტიული გარემო უნდა მეპოვნა. ჰო, სულ დამავიწყდა, სიძუნწეში არ ჩამითვალოთ და ყველაფერი ხომ მაინც ჯიბეში არსებულ რუსთაველის, ჯავახიშვილის, ილიას, შოთას თუ თამარის პორტრეტებიან კუპიურებზეა დამოკიდებული. ერთი სიტყვით, ზუსტად ერთი კვირაა, ინტერნეტ სამყაროში, ქუჩაში სიარულის დროს, გაფართოებული თვალის გუგებით დავეძებდი შესაფერის გარემოს, სადაც მშვიდ, წყნარ და ამავდროულად,საინტერესო გარემოს გადავაწყდებოდი...

ჩემს სახლთან ახლოს ბევრი ბარი და პაბია, ყოველთვის ხალხმრავლობა და ხმამაღალი მუსიკაა, აი ისეთი, გვერდით მყოფ ადამიანს ჩვეული ტონით, რომ ვერაფერს გააგებინებ. ინტერესის გამო, მაინც გადავწყვიტე შესვლა და 14თებერვლის მენიუსა და პროგრამის გაგება. ერთ-ერთ ბარში შესულს, ცუდ ხასიათზე მყოფმა ქერათმიანმა, მენეჯერმა, ვალენტინობის დღესთან დაკავშირებული გეგმები ორი სიტყვით, მოვალეობის მოხდის მიზნით, მკაცრი ტონით გამაცნო: „ორი პერსონა 70 ლარი. მენიუში შედის ერთი ბოთლი შამპანური და ხილის ასორტი...“ სახეზე ღიმილი შემეყინა, უკან გამობრუნებული „წმინდა ვალენტინის“ ბედზე ჩავფიქრდი... ეჰ, ჩემო ვალენტინ, ახლა სულ რამდენიმე საათით წამოგაყენა, ერთი თვალით შეგახე
You must have Flash Player installed in order to see this player.
და, შენი გარდაცვალების დღესთან დაკავშირებულ სამზადისს და საგანგებოდ აწეულ თბილისურ ფასებს.

მოკლედ კიდევ რამდენიმე მსგავს დაწესებულებას ვესტუმრე და იქიდანაც იმედგაცრუებული გამოვბრუნდი. მერე ინტერნეტში დავიწყე „ძრომიალი“ და არც თუ ისე დიდი ხნის ძებნის შემდეგ ერთ იტალიურ რესტორანს გადავაწყდი. აი ადგილი, სადაც სულ რაღაც 30 ლარად შეგიძლია დაჯავშნო მაგიდა ორ პერსონაზე და ჯავშანში გადახდილი თანხა, ისევ ჩემი შეკვეთის დეპოზიტზე გიბრუნდება. ეს ყველაფერი არ არის, გარემოც სადაა და 21:00 საათიდან – 00:00 საათამდე ჩვენს განწყობაზე გამორჩეული მუსიკალური გემოვნების მქონე მუსიკოსები იზრუნებენ . გარემო, სადაც შეყვარებულთან ერთად დასამახსოვრებელი დღე შეიძლება გაატაროთ, ეს „ჩი გუსტაა!“. ხო, კიდევ ის დამავიწყდა, რომ მეთქვა, ყველა წყვილს საჩუქარი ელოდება. მენეჯერმა მისი გამხელა ბოლომდე საიდუმლოდ დატოვა.

მე უკვე ვიცი, სად აღვნიშნავ ვალენტინობას. ასე, რომ მამაკაცებო „ჩი გუსტა!“გვაძლევს შესაძლებლობას, მოვუწყოთ ნამდვილი დღესასწაული ჩვენ შეყვარებულებს და რაც ყველაზე მთავარია, ეს შემოთავაზება „ჩი გუსტა!“ს თბილისელი და ბათუმელი სტუმრებისთვის აქვს. ერთი ილიასა და ერთი აკაკის პორტრეტებიანი ორი კუპიურით მომავალ ვალენტინობამდე შევძლებთ, ქალბატონების გახარებას!

იმისათვის ,რომ მარტივად მიაგნოთ ჩი გუსტა!–ს თბილისსა და ბათუმში:

ქ.თბილისი / ჭავჭავაძის # 7 ,,ბიბლუსი გალერეა,,
ქ.ბათუმი / მემედ აბაშიძის # 52 ,,ბიბლუსი გალერეა,,

თორნიკე ყაჯრიშვილი

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
14:47 / 14-02-2017
14 თებერვალი, როგორც სიყვარულის დღე, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება.
13:33 / 11-02-2017
მგონი, ადრეც გითხარით, რომ ცხოვრებისეულ სიტუაციებზე დაკვირვება მიყვარს და პატარ-პატარა დეტალები დიდხანს არ მავიწყდება. ახლა რასაც გიამბობთ, სხვადასხვა დროს ვალენტინობის დღეს მაქვს ნანახი. ნუ იფიქრებთ, რომ ვინმეს საქციელის გარჩევას ან მით უმეტეს, გაკიცხვას ვაპირებდე, მე გიამბობთ და დასკვნები თავად გააკეთეთ.
12:29 / 10-02-2017
სულ რამდენიმე დღეში - სიყვარულის დღეა! აი, კიდევ ერთი მიზეზი იმისთვის, რომ საყვარელ ადამიანს (მნიშვნელობა არ აქვს, შეყვარებულია თუ მეუღლე) აჩუქოთ სითბო, საჩუქარი, კარგი განწყობა და რაღა თქმა უნდა - თქვენი სიყვარული!
13:32 / 08-02-2017
წლის ყველაზე რომანტიკული დღე - 14 თებერვალი ახლოვდება, კიდევ ერთი მიზეზი, რომ საყვარელ მამაკაცს თქვენი გრძნობები შეახსენოთ.
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
THE KVB @ SPACEHALL // 25 თებერვალი
17:41 / 21-02-2017
„მუზამე“ წარმოგიდგენთ აუდიო-ვიზუალურ პროექტს THE KVB.
სულ სხვანაირი მერი პოპინსი - როგორ გამოიყურება მსახიობი სილიკონის ტუჩებსა და თამამ საცვლებში
15:49 / 21-02-2017
ნატალია ანდრეიჩენკო სრულყოფილების მიღწევისთვის პლასტიკური ქირურგიის მომხმარებელი გახდა.
”ჩემოდანში ქალი იჯდა” - თურქეთის საზღვარზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც ჩემოდანში იმალებოდა
13:26 / 21-02-2017
თურქეთის პოლიციამ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან, ართვინის პროვინციაში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.
თუნდაც არაფერი გაწუხებდეთ და სრულიად ჯანმრთელი იყოთ, ამ ექიმთან მაინც მოგინდებოდათ ვიზიტი!
13:04 / 21-02-2017
ალბათ, არცერთ ჩვენგანს არ უყვარს ექიმებში, საავადმყოფოებში სიარული, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არსებობს გამონაკლისები: რა იქნება, თუკი ჩვეულებრივი ექიმის მაგივრად გაგსინჯავთ ახალგაზრდა და ძალიან სიმპათიური მამაკაცი?
სახლი, რომელიც ჩემს ცხოვრებას შეცვლის!
11:44 / 21-02-2017
სახლი ქალაქის ცენტრში, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, გამწვანებული ეზო, დაცული და თანამედროვე ტიპის ოთხდონიანი ავტოსადგომი, პერლიტის ბლოკით ნაშენი კომფორტული ბინები და სხვა უამრავი ერთადაა თავმოყრილი მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში, რომელსაც საზოგადოება "კასკადი 360"-ით იცნობს.
"ანი ხშირად ამბობდა, ქმარი მომკლავსო" - თვითმკვლელობა თუ მოძალადე ქმრის კიდევ ერთი მსხვერპლი?
10:46 / 21-02-2017
თბილისში, კალოუბნის ქუჩაზე მომხდარ საზარელ შემთხვევას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა.
14 ყველაზე სასაცილო "ქუბი", რომელიც ინტერნეტში მაია ასათიანის შეკივლებას მოჰყვა
21:06 / 20-02-2017
"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილებს "პროფილის" წამყვანმა მაია ასათიანმა მიმართა.
ნინი შერმადინი ფოთში გარდაცვლილ გოგონაზე - ''იქნებ იმისთვის ის ყველაფერი იყო. ზუსტად ისეთი არაკაცი და ნაგავი უყვარდა''?
14:48 / 20-02-2017
ფოთში რამდენიმე დღის წინ სიყვარულის გამო გოგონამ თავი მოიკლა. 35 წლის სოფიო ქოიავა მე-7 სართულიდან გადმოხტა. გადაწყვეტილების მიზეზი მან სოციალურ ქსელში, თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, საჯაროდ განმარტა:
6 უმნიშვნელოვანესი მიზეზი, თუ რატომ უნდა გაიღვიძოთ დილით 6 საათზე
12:40 / 20-02-2017
ბლოგერი ეგოზა ეიჰი უკვე 2 წელია, დილის 6 საათზე იღვიძებს და ამტკიცებს, რომ ამ თვისებამ მისი ცხოვრება შეცვალა. აი, 6 მიზეზი, თუ რატომ უნდა გაიღვიძოთ ასე ადრე.
მოდური დედიკო - ნუკა კვალიაშვილის მრავალფეროვანი სტილი
17:01 / 18-02-2017
ნუკა კვალიაშვილი ცოტა ხნის წინ გახდა ორი შვილის დედა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი